Back ანტიკორუფციული ბიუროს წარმომადგენლებმა იმსჯელეს პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის გაძლიერების პრაქტიკულ ინსტრუმენტებზე

ანტიკორუფციული ბიუროს წარმომადგენლებმა იმსჯელეს პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის გაძლიერების პრაქტიკულ ინსტრუმენტებზე

2023 წლის 1 სექტემბრიდან - პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტი - პოლიტიკური პარტიების ფინანსების კანონიერებისა და გამჭვირვალობაზე პასუხისმგებელი უწყება - სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან გადავიდა ანტიკორუფციული ბიუროს შემადგენლობაში. ანტიკორუფციული ბიურო დაფუძნდა ევროპული კომისიის რეკომენდაციების საპასუხოდ, რაც უკავშირდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს.

2023 წლის 29 სექტემბერს ევროპის საბჭოს მხარდაჭერით გაიმართა ტრენინგი, სადაც ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელობამ და დეპარტამენტის თანამშრომლებმა განიხილეს უწყების საქმიანობის გაუმჯობესების ახალი მიდგომები და გზები. მონაწილეებმა გაიღრმავეს ცოდნა საარჩევნო და პოლიტიკური ფინანსებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო და პრაქტიკის სიახლეებზე, მათ შორის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების ეფექტიან მექანიზმებზე. განსაკურებული ყურადღება გამახვილდა სასამართლო პრაქტიკაზე.

ტრენინგი მიზნად ისახავდა დეპარტამენტის თანამშრომლების გაფართოებული შემადგენლობის შესაძლებლობების განვითარების ამ მნიშვნელოვან, გარდამავალ პერიოდში. პოლიტიკური ფინანსების კანონიერებისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მოახლოებული 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და საარჩევნო კამპანიის ჭრილში.

ტრენინგი ორგანიზებული იყო ევროპის საბჭოს პროექტის  „საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესის გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და სანდოობის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში.

თბილისი, საქართველო 29 სექტემბერი, 2023 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge