Back საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციული ღონისძიებების შეფასება

საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციული ღონისძიებების შეფასება

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის  მხარდაჭერით, ახორციელებს მონიტორინგს საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის ღონისძიებების შეფასების მიზნით. ასევე, მომზადდება მეორე მონიტორინგის ანგარიში, რომელიც მიზნად ისახავს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად 2022-2024 წლებში გასატარებელ ღონისძიებათა სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების შეფასებას. ამ მიზნით, მომზადდება ორი დამოუკიდებელი ანგარიში.

2024 წლის 29 ივლისს, აღნიშნული მონიტორინგის პროცესში ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა ერთობლივ სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს სახალხო დამცველის აპარატის მიერ განსახორციელებელი ინიციატივები. შეხვედრის დროს მონაწილეები გაეცნენ შეფასების ანგარიშების მომზადებისას გამოყენებულ მეთოდოლოგიებს და განმარტეს მათი როლი და ჩართულობა მონიტორინგის პროცესში. ამასთან, სამუშაო შეხვედრა მიზნად ისახავდა თანამშრომლობის გაღრმავებას მხარეებს შორის, რაც ხელს შეუწყობს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის შედეგებზე ორიენტირებული მიდგომების ჩამოყალიბებას საქართველოში.

„ქალთა უფლებების დაცვასა და გაძლიერებაში  ფასდაუდებელი როლი აქვს ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად ადგილობრივ თვითმმართველობებსაც. შესაბამისად, სახალხო დამცველისთვის მნიშვნელოვანი იყო დღევანდელი შეხვედრის გამართვა ყველა ამ უწყებისა თუ თვითმმართველი ორგანოს ჩართულობით,“ აღნიშნა ირინე ჩიხლაძემ, სახალხო დამცველის მოადგილემ.

„პრევენცია ქალთა მიმართ ძალადობაზე რეაგირების საკვანძო ელემენტია და მას სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. სახალხო დამცველის მხრიდან  პრევენციული ზომების განხორციელების მონიტორინგი დამატებითი მექანიზმია, რათა უწყებებმა გააძლიერონ ძალადობის პრევენციაზე მიმართული ღონისძიებები და შეასრულონ სტამბოლის კონვენციით გათვალისწინებული მოთხოვნები,“ აღნიშნა ელისო შონიამ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ.

შეხვედრის განმავლობაში მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი დისკუსიებში, მათ ექსპერტებს გაუზიარეს თავიანთი პერსპექტივები ორი დამოუკიდებელი ანგარიშის მეთოდოლოგიისა და მონიტორინგის პროცესების გაუმჯობესების შესახებ.

ღონისძიება განხორციელდა გენდერული თანასწორობის განმტკიცება და GREVIO- რეკომენდაციების იმპლემენტაცია საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობასა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად პროექტის ფარგლებში. პროექტი საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის ნაწილია. 

თბილისი, საქართველო 29 ივლისი, 2024 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge