სექსუალური ექსპლუატაცია და ბავშვზე განხორციელებული ძალადობრივი ქმედება ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე ფარული ფორმაა. ციფრულ თუ რეალურ გარემოში ბავშთა ძალადობის პრევენციისთვის ბავშვზე მორეგული მართლმსაჯულების განვითარება ევროპის საბჭოს ერთ-ერთი პრიორიტეტია.
მართლმსაჯულებაში არსებული ხარვეზების გაანალიზების და ხელისუფლების ორგანოების საჭიროებების დადგენის მიზნით სახელმწიფო უწყებებს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შორის სამდღიანი შეხვედრა ჩატარდა, რომელსაც ევროპის საბჭოს ექსპერტები ბისტრა ნეტკოვა და ანნა არგანაშვილი უძღვებოდნენ.
შეფასების ვიზიტის ფარგლებში მომზადებული ანგარიში გააანალიზებს მატერიალურ და პროცედურულ კანონმდებლობას, ასევე, შესაბამის პრაქტიკასა და ცნობიერების დონეს ბავშვთა მიმართ სექსუალური ექსპლუატაციისა და ძალადობის, ფენომენთან დაკავშირებით. ამასთან, მომზადდება შესაბამისი რეკომენდაციები, რომლებიც, თავის მხრივ, დაეფუძნება ევროპის საბჭოს ლანსაროტესა და ბუდაპეშტის კონვენციებსა და შესაბამის ევროპულ და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის ნიმუშებს.
ვიზიტი განხორციელდა ევროპის საბჭოს პროექტის „ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების უზრუნველყოფა საქართველოში: ბავშვთა დაცვა და პრევენცია ძალადობისგან, მათ შორის, ციფრულ გარემოში“ ფარგლებში.