Back კახეთის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებმა აიმაღლეს ცნობიერება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით

კახეთის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებმა აიმაღლეს ცნობიერება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით

ევროპის საბჭომ საქართველოს სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობით კახეთის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისათვის გამართა ცნობიერების ამაღლების შეხვედრები კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.

ღონისძიება ჩატარდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ, რომლებიც ევროპის საბჭოს მხარდაჭერით გადამზადნენ ტრენერებად  ადგილობრივი ანტი-კორუფციული ტრენინგების ჩატარების მიზნით  (2021 წლის 4-5 ოქტომბერს გამართული ტრენერთა ტრენინგი „კორუფციის პრევენცია საჯარო სექტორში“).

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საკუთარი კომპეტენციისა და ანტი-კორუფციული სამოქმედო გეგმის შესაბამისად უფლებამოსილია უზრუნველყოს საჯარო ინსტიტუტებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში  საჯარო მოხელეების მიერ კორუფციული დანაშაულების ჩადენის პრევენცია. შესაბამისად, ჩატარებული ტრენერთა ტრენინგის მეშვეობით პროექტი მხარს უჭერს სააგენტოს ძალისხმევას ებრძოლოს ეკონომიკურ დანაშაულს შესაბამისი უწყებების აღჭურვით, სათანადო ექსპერტიზითა და შესაძლებლობებით მუნიციპალიტეტებისა და სახელმწიფო ინსტიტუტებისათვის მომავალში ტრენინგების ჩასატარებლად.

შეხვედრები გაიმართა მომზადებული ტრენერების, ანტიკორუფციულიი სააგენტოს წარმომადგენლების მიერ, ევროპის საბჭოს საერთაშორისო ექსპერტის მხარდაჭერით, კახეთის რეგიონის საკრებულოებისა და მერიის წარმომადგენელებისათვის (დედოფლისწყარო, თელავი, ლაგოდეხი, სიღნაღი, ახმეტა, გურჯაანი, საგარეჯო, ყვარელი). შეხვედრაზე განიხილეს ძირითადი ანტი-კორუფციული კონცეფციები და მათი დამარცხების გზები. აღნიშნული საკითხები განიხილეს სააგენტოს რეალური პრაქტიკიდან აღებული კაზუსების საფუძველზე.  დისკუსიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ინტერესთა კონფლიქტის პრევენციასა და მამხილებლების დაცვას. ღონისძიებაზე, ასევე, ისაუბრეს ანტიკორუფციული სააგენტოს საქმიანობის მანდატისა და მის მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ. ევროპის საბჭოს ექსპერტმა მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო მიდგომებისა შესახებ.

 

აღნიშნული შეხვედრების დროს, სააგენტოს ტრენერებმა პრაქტიკაში გამოიყენეს ცოდნის გადაცემის ეფექტური მეთოდები, ასევე ეფექტური ანტიკორუფციული ტრენინგ-პროგრამის შედგენის, სასწავლო მიზნების განსაზღვრის მეთოდები, რომელთა შესახებ მათ ინფორმაცია მიეწოდათ პროექტის ფარგლებში. 

შეხვედრა გაიმართა მესამედ და წარმოადგენს იმ შეხვედრების გაგრძელებას, რომლებიც გაიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითრების სამინისტროს, ასევე თბილისის მერიის წარმომადგენლებისათვის, აღნიშნული შეხვედრებიც ჩატარდა სააგენტოს წარმომადგენლების მიერ, რომელთა დატრენინგება მოხდა ასევე პროექტის ფარგლებში,.

ღონისძიება განხორციელდა პროექტის „კორუფციის, ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის სისტემების გაუმჯობესება საქართველოში“ მიერ, რომელიც ფინანსდება ევროკავშირისა და ევროპის საბჭოსაგან და რომლის განხორციელებაზე პასუხისმგებელია ევროპის საბჭო პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის II ფარგლებში. 

14-15 აპრილი, 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page