Back ქცევითი მეცნიერება დავების წარმატებული მოგვარებისთვის

ქცევითი მეცნიერება დავების წარმატებული მოგვარებისთვის

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მედიატორებმა გაიღრმავეს ცოდნა მედიაციაში არაცნობიერი პროცესების შესახებ. ტრენინგი 29 ივნისს ჩატარდა და მისი მიზანი მედიატორთა პროფესიონალიზმის ამაღლებაა. ღონისძიება საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა, ნატალია ვუტოვამ და ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, მორის პოლუსენმა გახსნეს.

ტრენინგის დროს მონაწილეები გაეცნენ ფსიქოლოგიურ თეორიებს იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს არაცნობიერი, მიკერძოებულობის ცნებებს (გენდერული მიკერძოება,  ჯგუფური მიკერძოება და ა.შ.) და რა გავლენა შეიძლება  მოახდინოს არაცნობიერმა მორალურმა განსჯამ მედიატორთა აღქმასა და გადაწყვეტილებაზე.

ტრენინგი ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის „დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში“ მიერ.

29 ივნისი 2023
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge