2023 წლის 17-20 ოქტომბერს, თბილისში ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი აწყობს ტრენერთა ტრენინგს ადგილობრივი დემოკრატიისა და ადამიანისი უფლებების თემაზე.
ტრენერთა ტრენინგის საშუალებით მონაწილეები გათვიცნობიერდებიან ადამიანის უფლებებსა და ადგილობრივ დემოკრატიას შორის ურთიერთმიმართებაზე, განივითარებენ რბილ უნარებს და ასევე, ახალგაზრდებთან საგანმანათლებლო აქტივობების განსახორციელებელ გარდამავალ შესაძლებლობებს და რაც მთავარია, უზრუნველყოფილი იქნებიან აუცილებელი მეთოდოლოგიური ინსტრუმენტებით, რაც დაეხმარებათ სამომავლოდ ახალგაზრდებზე მორგებული სასწავლო კურიკულუმები შეიმუშაონ.
ყველა დაინტერესებულმა კანდიდატმა სრულად შევსებული აპლიკაციის ფორმა, CV-სთან ერთად, ინგლისურ ენაზე უნდა გააგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Georgia.localgov@coe.int სათაურის გრაფაში მიუთითეთ: Youth Training of Trainers Application Form.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 29 სექტემბერი, 23:59 (სტრასბურგის დროით).
დეტალური ინფორმაცია და აპლიკაციის ფორმა იხილეთ განაცხადის დოკუმენტში.
ტრენერების ტრენინგი არის მთელი რიგი აქტივობების საწყისი ეტაპი, რომლებიც მიმართულია საქართველოში ახალგაზრდა ადგილობრივი ლიდერების შესაძლებლობების განვითარებაზე და ორგანიზებულია პროექტის “მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ ფარგლებში, რაც თავის მხრივ, ევროპის საბჭოს 2020-2023 წ. წ. საქართველოს სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.