Back სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ჩართულობა ადამიანის უფლებების დაცვაში

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ჩართულობა ადამიანის უფლებების დაცვაში

ევროპის საბჭოს პროექტი “ადამიანის უფლებების დაცვით საპოლიციო ზომების გატარება საქართველოში” გეგმავს 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წინასწარ შერჩევას 10 სამიზნე რეგიონიდან: ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, კახეთი, სამცხე- ჯავახეთი, იმერეთი, რაჭა, გურია, სამეგრელო - ზემო სვანეთი და აჭარა. ამ მიზნით, დაინტერესებულ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ქვემოთ მოცემული ინფორმაციის შესაბამისად. 

შერჩევის პროცესის შედეგად, შერჩეული არასამთავრობო ორგანიზაციების 2მდე წარმომადგენელი, კერძოდ 40 პიროვნებამდე, მონაწილეობას მიიღებს 4 დღიან სემინარში, რომლის ფარგლებში მონაწილეები გადამზადდებიან შესაბამის საკითხებში (იხილეთ დანართი 1 დამატებითი ინფორმაციისთვის).

ინფორმაციული სემინარის ორგანიზება და განხორციელება მოხდება ევროპის საბჭოს პროექტის მიერ, შემდეგი სავარაუდო გრაფიკით:

  • სემინარი 1 (ჯგუფი 1, 20-მდე მონაწილე) – 8-11 ნოემბერი 2022, აჭარა
  • სემინარი 2 (ჯგუფი 2, 20-მდე მონაწილე) – 15-18 ნოემბერი 2022, კახეთი

სემინარის შემდეგ დეტალური განაცხადების მიღების საფუძველზე 2მდე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია იქნება შერჩეული ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების განსახორციელებლად საქართველოს 10-მდე რეგიონში (მე-2 ეტაპი). არჩეული ორი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია საგრანტო ხელშეკრულებას გააფორმებს ევროპის საბჭოსთან, თითოეული 9,000 ევრომდე (პირდაპირი გრანტის პროცედურა).

დაინტერესებულ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს ინტერესის გამოხატვა შეუძლიათ მხოლოდ 1-ლი ეტაპისთვის (იხილეთ დანართი 1) 2022 წლის 15 ოქტომბრის 17:00 საათამდე (თბილისის დროით) შემდეგ ელ. ფოსტაზე: PolicePrisons.Projects@coe.int. წერილის სათაურის ველში მიუთითეთ: “Expression of interest for the informational campaign – HRCPG”  .

აპლიკაცია უნდა მოიცავდეს:

  • სამოტივაციო წერილს, რომელშიც აღწერილია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის მოტივაცია და ინტერესი მიიღოს მონაწილეობა სემინარში 2022 წელს, მათ შორის მზაობა, სემინარის შემდეგ, გააკეთოს განაცხადი შემდგომი კონკურენტული შერჩევის პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად; (1 გვერდიანი დოკუმენტი, ინგლისურ ენაზე) და 
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის აქტივობების მოკლე აღწერა დაკავშირებული ადამიანის უფლებებთან, დემოკრატიასთან, კანონის უზენაესობასთან ან მსგავს სფეროსთან; (2 გვერდიანი დოკუმენტი, ინგლისურ ენაზე)  
  • ორგანიზაციის რეგისტრაციის დოკუმენტი

ევროპის საბჭო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შეაფასებს შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე:

  • ადამიანის უფლებების ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების გაზიარება;
  • ადამიანის უფლებებზე მუშაობის გამოცდილება, მათ შორის ისეთ საკითხებზე როგორისაა საჯარო შეკრებები, მშვიდობიანი გამოსვლები და დემონსტრაციები საქართველოში; 
  • მზაობა შექმნან დიალოგი პოლიციასთან;  
  • მზაობა განახორციელონ საჯარო კამპანია საქართველოს რეგიონებში.
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page