პროექტის „დემოკრატია იწყება სკოლაში“ (ფაზა II) ფარგლებში, ევროპის საბჭო აცხადებს ტენდერს ადგილობრივი საკონსულტაციო მომსახურების მიღების მიზნით. ტენდერის მიზანია შეიქმნას ადგილობრივ კონსულტანტთა ბაზა, რომლითაც პროექტი კონკრეტულ საჭიროებაზე დაყრდნობით ისარგებლებს. საკონსულტაციო მომსახურებამ უნდა დაფაროს შემდეგი თემები: ზოგადი განათლება, განათლება დემოკრატიული მოქალაქეობისთვის, სკოლის დემოკრატიული მმართველობა და ახალგაზრდული საქმიანობა.
- ფასილიტატორის მომსახურება სკოლის დემოკრატიული მმართველობის სფეროში
ტენდერში მონაწილეობის პირობები და სხვა საჭირო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ სატენდერო ფაილსა და სახელშეკრულებო ფორმაში:
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 18 მარტი, 18:00 (საქართველოს დროით). ყველა განაცხადი და დამხმარე საბუთი უნდა გაიგზავნოს ინგლისურ ენაზე მხოლოდ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე education.georgia@coe.int. გთხოვთ, განსაკუთრებული ყურადღებით გაეცნოთ ტენდერის წესებს. არასრული აპლიკაცია ავტომატურად გამოირიცხება ტენდერიდან
მიმდინარე ტენდერის შესახებ კითხვების გაგზავნა შესაძლებელია ინგლისურ ენაზე განაცხადის შემოტანის ბოლო ვადამდე არაუგვიანეს 5 დღით ადრე შემდეგ მისამართზე Education.Georgia@coe.int