ევროპის საბჭოს პროექტი „ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ხელშეწყობა საქართველოში“ აცხადებს ტენდერს ადგილობრივი კონსულტანტების ბაზის შესაქმნელად გადაწყვეტილებების აღსრულების საკითხებში ეროვნული დაინტერესებული მხარეების ინსტიტუციური და საკოორდინაციო შესაძლებლობების განვითარებისა და ზედამხედველობის მექანიზმის გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილი აქტივობების განსახორციელებლად.
დავალების და სატენდერო პროცედურების შესახებ დეტალურ აღწერას და დაწვრილებით ინფორმაციას გაეცნობით თანდართულ სატენდერო დოკუმენტებში, რომლებიც ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე.
- განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 31 მარტი, 23:59 სთ (CET)
ვადის გასვლის შემდეგ წარდგენილი განაცხადი ავტომატურად უარყოფილი იქნება.
აპლიკაციები უნდა გაიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: executiongeorgia@coe.int სათაურით - “Tender - Purchase of local consultancy services on National Execution of ECtHR Judgments in Georgia”