Back მოწვევა ტენდერზე ცნობიერების ამაღლების და კომუნიკაციების სერვისებზე ადგილობრივი კონსულტანტების ბაზის შესაქმნელად

მოწვევა ტენდერზე ცნობიერების ამაღლების და კომუნიკაციების სერვისებზე ადგილობრივი კონსულტანტების ბაზის შესაქმნელად

ევროპის საბჭოს პროექტი: „გენდერული თანასწორობის განმტკიცება და GREVIO-ს რეკომენდაციების იმპლემენტაცია საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად“ აცხადებს  ტენდერს ცნობიერების ამაღლების და კომუნიკაციების სერვისებზე ადგილობრივი კონსულტანტების ბაზის შესაქმნელად.

სატენდერო პროცედურების შესახებ დეტალურ აღწერას და დაწვრილებით ინფორმაციას გაეცნობით თანდართულ სატენდერო  დოკუმენტებში, რომლებიც ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 29 მაისი, 23:59 სთ (საქართველოს დროით GMT +4)

ვადის გასვლის შემდეგ წარდგენილი განაცხადი ავტომატურად უარყოფილი იქნება. აპლიკაციები უნდა გაიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: genderequality.Georgia@coe.int  სათაურით - ”Tender – awareness raising”.

თბილისი, საქართველო 8 მაისი, 2024 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge