Back მოწვევა ტენდერზე - ადგილობრივი საკონსულტაციო მომსახურება

მოწვევა ტენდერზე - ადგილობრივი საკონსულტაციო მომსახურება

პროექტის „დემოკრატია იწყება სკოლაში“ (ფაზა II) ფარგლებში, ევროპის საბჭო აცხადებს ტენდერს ადგილობრივი საკონსულტაციო მომსახურების მიღების მიზნით. ტენდერის მიზანია ადგილობრივ კონსულტანტთა ბაზის შექმნა, რომლითაც პროექტი კონკრეტულ საჭიროებაზე დაყრდნობით ისარგებლებს. საკონსულტაციო მომსახურებამ უნდა დაფაროს შემდეგი თემები: ზოგადი განათლება, განათლება დემოკრატიული მოქალაქეობისთვის, სკოლის დემოკრატიული მმართველობა და ახალგაზრდული საქმიანობა.

- LOT 1: ფასილიტატორის სერვისი

- LOT 2: შესაძლებლობების განვითარებისა და ტრენინგის სერვისი

- LOT 3: პროექტების კოორდინატორის სერვისი

ტენდერში მონაწილეობის პირობები და სხვა საჭირო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ სატენდერო ფაილსა და სახელშეკრულებო ფორმაში:

ინფორმაცია ტენდერის შესახებ

ხელშეკრულება

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 31 ივლისი, 23:59 (CEST). ყველა განაცხადი და დამხმარე საბუთი უნდა გაიგზავნოს მხოლოდ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე cdm@coe.int. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ტენდერის საიდენტიფიკაციო ნომერი (2024/AO/53). სხვა მისამართზე გაგზავნილი განაცხადები ავტომატურად გამოირიცხება ტენდერიდან.

მიმდინარე ტენდერის შესახებ კითხვების გაგზავნა შესაძლებელია ინგლისურ ენაზე განაცხადის შემოტანის ბოლო ვადამდე არაუგვიანეს 1 კვირით ადრე შემდეგ მისამართზე Education.Georgia@coe.int

თბილისი, საქართველო 9 ივლისი, 2024 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge