ევროპის საბჭო ახორციელებს პროექტს „ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების უზრუნველყოფა საქართველოში: ბავშვთა დაცვა და პრევენცია ძალადობისგან, მათ შორის ციფრულ გარემოში “.
პროექტი მიზნად ისახავს ევროპის საბჭოს სტანდარტების შესაბამისად სამართლებრივი და პოლიტიკის რეფორმების მხარდაჭერას, ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და ძალადობის სხვა ფორმების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ასევე შესაბამისი უწყებების შესაძლებლობების გაძლიერებას, ბავშვთა ძალადობის შემთხვევებზე მათ შორის ციფრულ გარემოში, ეფექტური რეაგირების მიზნით.
პროექტის ფარგლებში, ევროპის საბჭოს ადგილობრივი ოფისი საქართველოში აცხადებს ტენდერს კომუნიკაციის და ცნობიერების ამაღლების სერვისებზე ბავშვთა დაცვა და პრევენცია ძალადობისგან, მათ შორის, ციფრულ გარემოში საკითხებზე.
დავალების და სატენდერო პროცედურების შესახებ დეტალურ აღწერას და დაწვრილებით ინფორმაციას გაეცნობით თანდართულ სატენდერო დოკუმენტებში, რომლებიც ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 7 ივნისი, 18:00 სთ (საქართველოს დროით) ვადის გასვლის შემდეგ წარდგენილი განაცხადი ავტომატურად უარყოფილი იქნება.
აპლიკაციები უნდა გაიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: children.georgia@coe.int სათაურით “Tender – Communication”