Back ევროპის საბჭო, დაარსების 75 წლის იუბილეს, წელს, Tbilisi Open Air-ზეც აღნიშნავს

ევროპის საბჭო, დაარსების 75 წლის იუბილეს, წელს, Tbilisi Open Air-ზეც აღნიშნავს

21-23 ივნისს, ევროპის საბჭო და Tbilisi Open Air უკვე მეოთხედ გაერთიანდებიან, რათა შექმნან სივრცე, სადაც ფესტივალის ასობით სტუმარი, განურჩევლად ასაკის, სქესის, რელიგიური მრწამსის და ეთნიკური წარმომავლობისა, შეძლებს იზეიმოს  მრავალფეროვნება და თანასწორობა, ჩაერთოს ადამიანის უფლებებზე საუბრებში და რა თქმა უნდა სასიამოვნოდ გაატაროს დრო.

2024 წელი ევროპის საბჭოსთვის საიუბილეოა. ორგანიზაციას დაარსებიდან 75 წელი შეუსრულდა. მიმდინარე წელი საქართველოსთვისაც ღირსშესანიშნავია, ვინაიდან უკვე  25 წელია საქართველო ევროპის საბჭოს წევრია. 75 წლის იუბილე არაერთი აქტივობით აღინიშნება, მათ შორისაა Tbilisi Open Air, რომელზეც ევროპის საბჭო წარმოდგენილია სლოგანით: „ჩვენი ღირებულებები გვაერთიანებს.“  ეს გზავნილი გამოხატავს ორგანიზაციის იმ ძირითად ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ღირებულებებს, რომლებიც საფუძვლად უდევს თავისუფლების, მშვიდობისა და ტოლერანტობისაკენ მისწრაფებას.

Tbilisi Open Air-ის „თავისუფლების სოფელში“, ევროპის საბჭო დამსწრეებს ორ პროექტს გააცნობს: თანასწორობის გაძლიერება და დისკრიმინაციის დაუშვებლობა საქართველოში და სოციალური და ეკონომიკური უფლებების განმტკიცება საქართველოში. შემთხვევითი არაა, რომ წელს სწორედ ეს ორი პროექტია ფესტივალზე წარდგენილი. ევროპის  საბჭო მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებებს, ქვეყანაში გარანტირებული იყოს თავისუფალი, პროფესიონალური, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემო, აღმოიფხვრას ქალთა მიმართ ძალადობა  და  გაძლიერდეს ზოგადად, მოწყვლადი ჯგუფების ადამიანის უფლებათა დაცვა, მათ შორის ხელი შეეწყოს სოციალური უფლებების დაცვას ევროპის სოციალური ქარტიის, საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად.

შაბათ-კვირას ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კუთხის სტუმრებს წამყვანი და ინფლუენსერი ეკატერინე დემეტრაძე უმასპინძლებს. ფესტივალის სტუმრები შეძლებენ მასთან ერთად ჩაერთონ ინტერაქტიულ თამაშში „იპოვე დამალული განძი,” ფესტივალის ტერიტორიაზე იპოვონ მინიშნებები, უპასუხონ საინტერესო კითხვებს და მოიგონ პრიზები.

ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისი მომავალ წლებშიც გააგრძელებს საქმიანობას თავისი მანდატისა და საქართველოსთვის 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში. ეს სამოქმედო გეგმა საქართველოს ევროპის საბჭოს სტანდარტებთან და ევროკავშირში ინტეგრაციის მოთხოვნებთან დაახლოებისათვის აუცილებელი პრიორიტეტული რეფორმების და საკანონმდებლო ცვლილებების დანერგვაში დახმარების მიზნით შემუშავდა.

თბილისი, საქართველო 21 ივნისი, 2024 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge