2023 წლის 12 დეკემბერს ევროპის საბჭოს 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებული პროექტების „დავების მოგვარების ალტერნატიული მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში“, „გაძლიერებული ხელმისაწვდომობა იურიდიული დახმარების სერვისებზე მარგინალიზებული მოსახლეობისთვის“ და „ადამიანის უფლებათა პრაქტიკისა და განათლების დანერგვის გაძლიერება საქართველოში“ დახურვის ცერემონია გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების, სამოქალაქო საზოგადოების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვა ძირითადი დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები. პროექტების პარტნიორებმა ისაუბრეს პროექტის ფარგლებში ინსტიტუტებისთვის გაწეული მხარდაჭერის შედეგებზე.
ცერემონია გახსნეს ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა ნატალია ვუტოვამ, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა, მართლმსაჯულებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის სტანდარტების დანერგვის დეპარტამენტის უფროსმა ფრედერიკ დოლტმა. მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ.