Back საქართველოში ნარკოტიკების და ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენციის კასკადური რეგიონული ტრენინგები დასრულდა

საქართველოში ნარკოტიკების და ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენციის კასკადური რეგიონული ტრენინგები დასრულდა

ევროპის საბჭოს პომპიდუ ჯგუფმა პროექტის ''ნარკოტიკების პრევენციის მხაარდამჭერი ქსელის განვითარება მშობლებისთვის და პროფესიონალებისთვის საქართველოში“ ფარგლებში, ევროპის ნარკოტიკებისა და წამალდამოკიდებულების მონიტორინგის ცენტრთან (EMCDDA) თანამშრომლობით და პარტნიორობით დაასრულა რეგიონული კასკადური ტრენინგები საქართველოს სკოლების დირექტორებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების (მუნიციპალიტეტების) წარმომადგენლებისთვის. ბოლო ტრენინგი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისთვის 2023  წლის 13-14 ნოემბერს გაიმართა.

ზესტაფონის გარდა, მიმდინარე წლის მაისი-ნოემბრის პერიოდში ტრენინგები ჩატარდა თბილისში, რუსთავში, გორში, თელავში, ახალციხეში, ბათუმში, ფოთში, ზუგდიდსა და ქუთაისში. ტრენინგის ფარგლებში ჯამურად სულ 80-მდე სკოლის დირექტორი და 70-მდე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და საკრებულოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ორდღიანი ტრენინგში გაერთიანებული იყო პრაქტიკული და თეორიული კომპონენტები და მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა ფსიქოაქტიური ნივთიერებების ეპიდემიოლოგია და მისი მნიშვნელობა პრევენციისთვის, პრევენციის ენა, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომები, პრევენციის საერთაშორისო და ევროპული სტანდარტები (EDPQS). ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები ასევე გაეცნენ სკოლაზე, ოჯახსა და გარემოზე დაფუძნებული პრევენციის მეთოდებს, გაიგეს თუ როგორ უნდა ხორციელდებოდეს პრევენცია სამუშაო ადგილზე, მედიასა თუ თემში. სესიები ასევე დაეთმო პრევენციული ღონისძიებების ადვოკატირებას, მონიტორინგსა და შეფასებას.

ტრენინგის შინაარსი დიდწილად დაეყრდნო პრევენციის ევროპული კურიკულუმის (EUPC) ქართულ ვერსიას, რომელიც საქართველოში ევროპის ნარკოტიკებისა და წამალდამოკიდებულების მონიტორინგის ცენტრის (EMCDDA) მიერ ადაპტირდა 2022 წელს.

ტრენინგს უძღვებოდნენ ევროპის საბჭოს ექსპერტები, EMCDDA-ის მიერ აკრედიტებული პრევენციის ევროპულ კურიკულუმის (EUPC) ეროვნული ტრენერები - დარეჯან (ჯანა) ჯავახიშვილი და  მარიამ რაზმაძე.

 

13-14 ნოემბერი, 2023 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge