Back კონგრესი აგრძელებს ძალისხმევას საქართველოში ადგილობრივ დონეზე ანტი-დისკრიმინაციული პრაქტიკისა და პოლიტიკის შემუშავების მიზნით, ადგილობრივი ადმინისტრაციის ეთიკის კოდექსებისა და შიდა ანტი-დისკრიმინაციული პრაქტიკის შესახებ შესაძლებლობების გაძლიერებას

კონგრესი აგრძელებს ძალისხმევას საქართველოში ადგილობრივ დონეზე ანტი-დისკრიმინაციული პრაქტიკისა და პოლიტიკის შემუშავების მიზნით, ადგილობრივი ადმინისტრაციის ეთიკის კოდექსებისა და შიდა ანტი-დისკრიმინაციული პრაქტიკის შესახებ შესაძლებლობების გაძლიერებას

6-7 ივლისს კახეთში საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან ერთად ორგანიზებული სემინარი ეძღვნებოდა მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილების მიმღებთა მხარდაჭერას ეთიკისა და ქცევის კოდექსებზე მუშაობის პროცესში. მონაწილეებმა ადგილობრივ დონეზე საჯარო ეთიკის შესახებ ევროპის საბჭოს მოქმედ სახელმძღვანელოსა და კონგრესის შესაბამის მასალებზე დაყრდნობით იმსჯელეს არსებული ეთიკის კოდექსების გაუმჯობესებისა და მათი შემუშავების შესახებ.

სემინარი დაეფუძნა ანტი-დისკრიმინაციის სასწავლო კურსის პროგრამის მანამდე განვლილ კომპონენტებს და გადაწყვეტილების მიმღებებს საშუალება მისცა საზოგადოებრივი ეთიკის სხვადასხვა ასპექტი მუნიციპალური ორგანოების ეთიკის კოდექსის შემუშავების და/ან განახლების პროცესში მიღებული გამოცდილების საფუძველზე განეხილათ. მსოფლიო კაფეს მეთოდოლოგიის გამოყენებით მონაწილეებმა მცირე ჯგუფებში რამდენიმე რაუნდის განმავლობაში ეთიკასთან დაკავშირებული პრინციპები გაიარეს. ისინი ფოკუსირდნენ ისეთ კონკრეტულ თემებზე, როგორიცაა გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, ანტი-დისკრიმინაცია, ნეპოტიზმი, თაღლითობის საწინააღმდეგო ზომები და ა.შ.

ღონისძიება ჩატარდა ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ანტი-დისკრიმინაციის შესახებ უპრეცედენტო სასწავლო კურსის ფარგლებში, რომელიც მოიცავს სემინარების სერიას, მრგვალი მაგიდის ფორმატში დისკუსიასა და ონლაინ ინსტრუმენტებს ცოდნის გაღრმავებისა და გამოცდილების გაცვლის მიზნით. სასწავლო კურსი ფოკუსირებულია შესაძლებლობების გაძლიერებაზე მდგრადი და ინოვაციური ანტი-დისკრიმინაციული პოლიტიკისა და ზომების შემუშავებისთვის, როგორიცაა ინკლუზიური საჯარო კამპანიები და ეთიკის კოდექსები საჯარო ადმინისტრაციაში.

ღონისძიება ჩატარდა საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წ. წ. სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით.

7 ივლისი 2023
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge