Back კონგრესმა ადამიანის უფლებებისა და ანტი-დისკრიმინაციის შესახებ კურიკულუმის პრეზენტაცია გამართა

კონგრესმა ადამიანის უფლებებისა და ანტი-დისკრიმინაციის შესახებ კურიკულუმის პრეზენტაცია გამართა

საქართველოში ადამიანის უფლებებისა და ანტი-დისკრიმინაციის შესახებ კურიკულუმის შემუშავება მიზნად ისახავს ადგილობრივი ხელისუფლების აღჭურვას იმ ცოდნით, უნარებითა და პერსპექტივებით, რაც აუცილებელია ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ადგილობრივი დემოკრატიის წინსვლისთვის. 2024 წლის 26 აპრილს თბილისში გამართულ ადგილობრივ თვითმმართველობათა ფორუმის (დიალოგის პლატფორმა, რომელიც მოიცავს 13 ადგილობრივ თვითმმართველობას) შეხვედრაზე გაიმართა კურიკულუმის პრეზენტაცია, რომელიც შემუშავდა ადგილობრივ დონეზე არჩეულ წარმომადგენლებთან, მუნიციპალიტეტების თანამშრომლებთან და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციასთან (ათეა) თანამშრომლობით და სახალხო დამცველის აპარატის მხარდაჭერით, კონგრესის პროექტის ფარგლებში.

„ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების შესახებ ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმირებულობის გაღრმავებით, ჩვენი მიზანია გავაძლიეროთ მათი შესაძლებლობები ინკლუზიურობის, თანასწორობისა და ადგილობრივი ხელისუფლების პროცესებში თანამონაწილეობის მიმართულებით“, - განაცხადა ფორუმის გახსნაზე გუდრუნ მოსლერ-ტორნსტრომმა, მუდმივმა მომხსენებელმა ადამიანის უფლებათა საკითხებში. „კურიკულუმი არის ყოვლისმომცველი ინსტრუმენტი, რომელიც შექმნილია გადაწყვეტილების მიღების პროცესში ინტერსექციული მიდგომის წახალისებისა და ხელშეწყობისთვის, რათა გათვალისწინებულ იქნეს ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების უფლებები და საჭიროებები“, მიუთითა მან და აღნიშნა საქართველოს ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევა, ხელი შეუწყონ ჩართულობას მდგრადი ცვლილებებს გზით და მათი წვლილი, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარეთაც აღწევს. კურიკულუმი მოიცავს ძირითად მოდულებს, ფუნდამენტური პრინციპებიდან დაწყებული მდგრადი განხორციელების სტრატეგიებით დამთავრებული, რაც უზრუნველყოფს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შესაბამისი ცოდნითა და უნარებით აღჭურვას, რათა მათ წარმატებით შეძლონ ინკლუზიური და ადამიანის უფლებების პატივისცემაზე დაფუძნებული პოლიტიკისა და პრაქტიკების დანერგვა. 

შეხვედრაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და პროექტის პარტნიორებმა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ადამიანის უფლებების დაცვასა და ხელშეწყობასთან დაკავშირებით მათი საქმიანობის შესახებ ხედვები და პერსპექტივები გაცვალეს.

ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების არჩეული წარმომადგენლები და მუნიციპალიტეტის თანამშრომლები, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის წარმომადგენლები, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე და საქართველოს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე ესწრებოდნენ.

ღონისძიება ჩატარდა პროექტის “მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებენ ევროპის საბჭოს  ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი და დემოკრატიისა და ადამიანის ღირსების გენერალური დირექტორატი, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წ. წ. სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით. 

 კურიკულუმი

თბილისი, საქართველო 26 აპრილი, 2024 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge