Back კონგრესი მხარს უჭერს საქართველოს ადგილობრივ ხელისუფლებას ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულებების შესრულებაში

კონგრესი მხარს უჭერს საქართველოს ადგილობრივ ხელისუფლებას ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულებების შესრულებაში

„ადამიანის უფლებების ინტეგრირება ადგილობრივ ხელისუფლებას უფრო  მეტად ანგარიშვალდებულს ხდის მოქალაქეების მიმართ“, განაცხადა ჰარალდ ბერგმანმა (ნიდერლანდები, ILDG), კონგრესის მომხსენებელმა ადამიანის უფლებათა საკითხებში, 2022 წლის 3 ოქტომბერს, თბილისში, ადგილობრივი თვითმმართველობების ფორუმის შეხვედრაზე, რომელიც აერთიანებს ცამეტ მუნიციპალიტეტს. „ჩვენი, როგორც ადგილობრივი  ლიდერების პასუხისმგებლობაა ავამაღლოთ მოქალაქეების ცნობიერება მათი უფლებების შესახებ და შევქმნათ ამ უფლებებით სარგებლობისთვის ხელსაყრელი პირობები” - აღნიშნა ჰარალდ ბერგმანმა მიდელბურგის მერად მუშაობის გამოცდილების გაზიარების დროს.

ღონისძიებაზე მერებმა განიხილეს მიმდინარე პრაქტიკა, შესაძლებლობები და ხედვები ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებების განხორციელების შესახებ და იმსჯელეს მუნიციპალიტეტების საჭიროებებსა და მდგრადი ცვლილებების პერსპექტივებზე. დისკუსია შეეხო ადგილობრივი თვითმმართველობების შესაძლებლობების გაძლიერების, ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების მონაწილეობისა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული მონაცემების ხელმისაწვდომობის საკითხებს. საერთო გამოწვევებსა და პრაქტიკაზე მსჯელობის შედეგად, ფორუმის წევრი მუნიციპალიტეტები შეთანხმდნენ დეკლარაციაზე, რომელიც მოუწოდებს საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციას (ათეა) გააძლიეროს საკუთარი ძალისხმევა ადვოკატირების კუთხით ადამიანის უფლებების მრავალდონიანი მმართველობის ფარგლებში.

ათეა-სა და კონგრესს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, 2022 წლის 4 ოქტომბერს ათეა-ს აღმასრულებელმა საბჭომ ადამიანის უფლებებზე თემატური შეხვედრა გამართა. ღონისძიება დაეთმო ადამიანის უფლებების შესახებ საკანონმდებლო ბაზისა და ადგილობრივი პოლიტიკის შემუშავების მიმართულებით დიალოგსა და შესაძლებლობების განვითარებას. აღმასრულებელი საბჭოს წევრები ფორუმის დეკლარაციის აღიარებით შეთანხმდნენ ადამიანის უფლებების მიმართულებით ათეა-ს წვლილის გაძლიერებაზე, რათა გამყარდეს ასოციაციის, როგორც წამყვანი ჩართული მხარის პოზიცია ადამიანის უფლებების შესახებ მრავალდონიანი დიალოგში.

ღონისძიებები ორგანიზებულია საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან (ათეა) თანამშრომლობით, პროექტის "მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებენ ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი და დემოკრატიის გენერალური დირექტორატი, არჩევნებისა და მონაწილეობითი დემოკრატიის სამმართველო, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წ.წ. სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი მიზნად ისახავს მოქალაქეთა მონაწილეობის ინსტიტუციური ჩარჩოების გაძლიერებას, ადამიანის უფლებების დაცვისა და ხელშეწყობის მიზნით ადგილობრივი ხელისუფლებისა და მათი ეროვნული ასოციაციის მხარდაჭერას და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ხელშეწყობას ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესზე რეალური გავლენის მოხდენის მიზნით.

თბილისი, საქართველო 7 ოქტომბერი, 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page