დღეს გამოქვეყნებულ თანმდევ ანგარიშში MONEYVAL-მა განაცხადა, რომ საქართველომ გააუმჯობესა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის ზომები. ანგარიშის თანახმად საქართველომ გააუმჯობესა ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) მე-12 რეკომენდაციასთან (პოლიტიკურად აქტიური პირები) შესაბამისობა.
MONEYVAL-ი აღნიშნავს, რომ მთლიანობაში, საქართველომ მიაღწია პროგრესს ტექნიკური შესაბამისობის ხარვეზების აღმოფხვრაში, რომლებიც გამოვლენილია მის 2020 წლის ურთიერთშეფასების ანგარიშში. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს საქართველოს მიერ ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის კანონმდებლობაში შეტანილმა ცვლილებებმა სრულად აღმოფხვრა პოლიტიკურად აქტიური პირების მიმართ მოქმედ ზომებთან დაკავშირებით გამოვლენილი ხარვეზები. შედეგად, ქვეყანა ხელახლა შეფასდა მე-12 რეკომენდაციასთან შესაბამისობაზე და რეიტინგი „ნაწილობრივ შესაბამისი“ შეიცვალა რეიტინგით „შესაბამისი“.
40 რეკომენდაციიდან საქართველოს აქვს შემდეგი რეიტინგი:
• შვიდი რეკომენდაცია - „შესაბამისი“
• 22 რეკომენდაცია - „ძირითადად შესაბამისი“
• 10 რეკომენდაცია - „ნაწილობრივ შესაბამისი“
• ერთ რეკომენდაცია - „არ შეესაბამება“
საქართველომ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის არსებული სისტემის გაძლიერების კუთხით მიღწეული შემდგომი პროგრესის შესახებ მოხსენება MONEYVAL-ს უნდა წარუდგინოს 2024 წლის დეკემბერში.
* * *
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ ექსპერტთა კომიტეტი (MONEYVAL) ევროპის საბჭოს მონიტორინგის ორგანოა, რომლის კომპეტენციაა ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების, ასევე მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსების აღმკვეთი ღონისძიებების ძირითად საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის და მათი განხორციელების ეფექტიანობის შეფასება. MONEYVAL-ი აფასებს 33 სახელმწიფოსა და ტერიტორიას (*) და შეიმუშავებს ადგილობრივ ხელისუფლებებისათვის რეკომენდაციებს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების, ასევე მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების წინაღმდეგ ბრძოლის არსებული სისტემების აუცილებელი გაუმჯობესების შესახებ,