27-29 მარტს ბორჯომში ევროპის საბჭომ ჩაატარა ტრენერთა ტრენინგი ევროპის საბჭოს სახელმძღვანელოს „ლგბტი პირების მიმართ ჩადენილი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის აღკვეთაზე მიმართული საპოლიციო ზომების გატარება“ შესახებ. აქტივობის მიზანი იყო ცნობიერების ამაღლება, მგრძნობელობის გაზრდა და შესაძლებლობების განვითარება პოლიციის ტრენერებისთვის, რაც ხელს შეუწყობს ლგბტი პირების უკეთეს დაცვას ძალადობისგან, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისგან და უფლებების დარღვევისგან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს, მათ შორის პოლიციის აკადემიის წარმომადგენლებმა მიიღეს ინფორმაცია მსხვერპლებზე სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და დისკრიმინაციის ფსიქოლოგიურ გავლენის შესახებ, ასევე მსხვერპლთა მიერ დანაშაულების შეტყობინების ბარიერებისა და მეორადი ვიქტიმიზაციის შესახებ. სახალხო დამცველისა და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენლებმა ტრენინგის მონაწილეებს გააცნეს დისკრიმინაციის ბოლო შემთხვევები და არსებული გამოწვევები.
ტრენინგი შეესაბამება ევროპის საბჭოს პროექტის „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ მიზნებს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სასწავლო კურიკულუმში ევროპის საბჭოს სახელმძღვანელოს ინტეგრირებაში უწყობს ხელს. პროექტი ხორციელდება ევროპის საბჭოს 2016 – 2019 წწ სამოქმედო გეგმის ქვეშ.