Back ევროპის საბჭოს კონგრესი: მონიტორინგის კომიტეტის განცხადება საქართველოში არსებული ვითარების შესახებ

ევროპის საბჭოს კონგრესი: მონიტორინგის კომიტეტის განცხადება საქართველოში არსებული ვითარების შესახებ

2024 წლის 2 ივლისს თბილისში გამართულ შეხვედრაზე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტმა შემდეგი განცხადება გააკეთა:

„მონიტორინგის კომიტეტი ადასტურებს თავის სრულ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, იმის გათვალისწინებით რომ საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

ამავდროულად, მონიტორინგის კომიტეტი ღრმად არის შეშფოთებული ქართულ საზოგადოებაში არსებული დაძაბულობისა და მზარდი პოლარიზაციის გამო, რომელიც ევროპულ დემოკრატიულ ნორმებთან და სტანდარტებთან შეუსაბამო კანონმდებლობის მიღებამ გამოიწვია. ეს ვითარება უკვე გახდა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნის, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისა და კონგრესის პრეზიდენტის განცხადებების საფუძველი. აგრეთვე შექმნილმა ვითარებამ ევროკავშირი აიძულა შეეჩერებინა საქართველოს გაწევრიანების პროცედურა. კომიტეტი ასევე შეშფოთებულია დემონსტრანტების, პარლამენტის წევრების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების მიმართ ძალის გადაჭარბებული გამოყენებით, მათ მიმართ ძალადობისა და დაშინების კამპანიით.

„კომიტეტი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მზაობას მხარი დაუჭიროს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას. საზოგადოების პოლარიზაცია და დემოკრატიული უკუსვლის აშკარა ნიშნები ძირს უთხრის დემოკრატიულ სტაბილურობას და იძულებულს ხდის ქვეყნის ყველა პოლიტიკურ ძალას ჩაერთონ დიალოგში, რომელიც ასახავს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს. მონიტორინგის კომიტეტი მოუწოდებს გაიმართოს ღია და ინკლუზიური პოლიტიკური დიალოგი, რადგან ეს აუცილებელია ისეთი გარემოს შესაქმნელად, რომელშიც ყველა მოქალაქეს, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა, შესაძლებლობა ექნება დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანის უფლებების დაცვით საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა დონეზე აქტიურად, თავისუფლად და თანასწორად მიიღოს მონაწილეობა,. კომიტეტს სჯერა, რომ  დიალოგი საქართველოში დემოკრატიის კონსოლიდაციისადმი ვალდებულებას  გააძლიერებს.”

დიალოგისაკენ მოწოდებით, მონიტორინგის კომიტეტი მმართველი პარტიის ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე წევრებს, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

თბილისი, საქართველო 2 ივლისი, 2024 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge