Back ევროპის საბჭო შეიმუშავებს ფსიქიკური ჯანმრთელობის სკრინინგის ინსტრუმენტებს საქართველოს პენიტენციური სისტემისა და პოლიციის დროებითი მოთავსების იზოლატორებისათვის

ევროპის საბჭო შეიმუშავებს ფსიქიკური ჯანმრთელობის სკრინინგის ინსტრუმენტებს საქართველოს პენიტენციური სისტემისა და პოლიციის დროებითი მოთავსების იზოლატორებისათვის

24 - 25 ნოემბერს კახეთში 2 დღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. საფრანგეთის, გერმანიისა და შვეიცარიის პენიტენციურ სისტემაში მომუშავე ევროპის საბჭოს საერთაშორისო ექსპერტებმა წარმოადგინეს სკრინინგის ინსტრუმენტები, რომლებიც მათ ქვეყნებში დაკავებულთა და პატიმართა ფსიქიკური ჯანმრთელობის სტატუსის შესამოწმებლად გამოიყენება  ექსპერტებმა ასევე ისაუბრეს მომუშავე პერსონალისათვის აუცილებელ პროცედურებსა და მოვალეობებზე. გაზიარებული ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე, ევროპის საბჭოს ადგილობრივი ექსპერტი შეიმუშავებს სკრინინგის ინსტრუმენტებს, რომლებიც მორგებული იქნება საქართველოს პენიტენციური სისტემისა და დროებითი მოთავსების იზოლატორების სპეციფიკაზე.

სამუშაო შეხვედრა გაიმართა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებისთვის ციხეებსა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა მიღებასთან დაკავშირებული პროცედურების  გამოყენების  მიზნით.  

როდესაც დაკავებული პირი პირველად ხვდება სასჯელაღსრულების სისტემაში, მომსახურე პერსონალის უმთავრესი მოვალეობაა განასხვაოს სუიციდის მაღალი რისკის, მწვავე ფსიქიკური აშლილობების და წამალდამოკიდებულებასთან დაკავშირებული გართულებების მქონე პირები მათგან, რომლებიც სხვადასხვა მსუბუქი ხარისხის დარღვევებს განიცდიან და რაც, როგორც წესი, დაკავშირებულია მათ დაკავებასა და თავისუფლების აღკვეთასთან. შესაბამისად, დაკავებულ პირთა ფსიქიკური სტატუსის შეფასება  კრიტიკულად მნიშვნელოვანია შესაბამისი სერვისების აღმოსაჩენად და განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომების უზრუნველსაყოფად.

ღონისძიება ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს იმ ერთობლივი სამოქმედო გეგმის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge