Back ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა შეშფოთება გამოხატა ინტერნეტ ცენზურის თაობაზე: უკანონო შინაარსის ონლაინ კონტენტის დაბლოკვისა და მოხსნის წესი უნდა იყოს გამჭვირვალე და პროპორციული

ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა შეშფოთება გამოხატა ინტერნეტ ცენზურის თაობაზე: უკანონო შინაარსის  ონლაინ კონტენტის დაბლოკვისა და მოხსნის წესი უნდა იყოს გამჭვირვალე და პროპორციული

დღეს, გამოქვეყნდა რა კვლევა ევროპის საბჭოს  47 წევრ  სახელმწიფოში ინტერნეტ კონტენტის დაბლოკვის, ფილტრაცისსა და მოხსნის შესახებ არსებული საკანომდებლო ნორმებისა და პრაქტიკის შესახებ, ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ბატონმა ტორბიორნ იაგლანდმა მოუწოდა ევროპის სახელმწიფოთა მთავრობებს უზრუნველყონ, რომ ამ სფეროში მათი ქვეყნების კანონმდებლობა და პროცედურები იყოს ნათელად და გამჭვირვალედ  ფორმულირებული და შეიცავდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებულ შესაბამის გარანტიებს, სიტყვის გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების უზრუნველსაყოფად.

"სახელმწიფოებს აქვთ ვალდებულება ებრძოლონ  ტერორიზმის ხელშეწყობისა და ბავშვების მიმართ ძალადობის შემცველი მასალის, სიძულვილის ენასა და სხვა უკანონო შინაარსის  ონლაინ კონტენტის გავრცელებას. თუმცა,  შეშფოთებული ვარ, რომ  ზოგიერთი სახელმწიფო ნათლად არ განსაზღვრავს თუ რა წარმოადგენს უკანონო კონტენტს. ხშირ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღების უფლების დელეგირება ხდება ხელისუფლების ორგანოებისათვის, რომლებიც კონტენტს ფართოდ განმარტავენ, რაც პოტენციურად აზიანებს სიტყვის გამოხატვის თავისუფლებას. არსებული კვლევის საფუძველზე ჩვენ ავირჩევთ კონსტრუქციულ მიდგომას და ვუზრუნველვყოფთ საერთო ევროპული სტანდარტების განვითარებას ონლაინ სფეროში სიტყვის გამოხატვის თავისუფლების უკეთესად დაცვად“- განაცხადა  ტორბიორნ იაგლანდმა.  

კვლევა, რომელიც შვეიცარიის შედარებითი სამართლის ინსტიტუტის მიერ განხორციელდა, მოიცავს ევროპის საბჭოს 47 წევრი ქვეყნის შესახებ ანგარიშს და შედარებით შეფასებას. კვლევა აანალიზებს წევრ სახელმწიფოთა საკანომდებლო ბაზის ფართო ნაწილს, მათ შორის ისეთ საკითხებს, როგორიცაა ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებში ბავშვების მიმართ ძალადობის შემცველი მასალები, ეროვნული უსაფრთხოების და ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვა, ცილისწამებასა და პერსონალური მონაცემების უკანონო დამუშავება (იხილეთ დამატებითი ინფორმაცია).

შედარებითი კვლევა
ცალკეული ქვეყნების ანგარიშები

სტრასბურგი, საფრანგეთი 01 ივნისი 2016
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge