Back ევროპის საბჭო მხარს უჭერს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს სკოლას ჩაატაროს ტრენინგები კანდიდატი და მოქმედი მოსამართლეებისთვის ფულის გათეთრების/ტერორიზმის დაფინანსების საქმეების სასამართლო განხილვის შესახებ

ევროპის საბჭო მხარს უჭერს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს სკოლას ჩაატაროს ტრენინგები კანდიდატი და მოქმედი მოსამართლეებისთვის ფულის გათეთრების/ტერორიზმის დაფინანსების საქმეების სასამართლო განხილვის შესახებ

ევროპის საბჭომ, იუსტიციის უმაღლესი სკოლასთან (HSOJ) თანამშრომლობით, შეიმუშავა სასწავლო მოდული თემაზე „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების საქმეების სასამართლო განხილვა“, რომელიც HSOJ-ის მიერ გამოყენებული იქნება კანდიდატი და მოქმედი მოსამართლეების სამსახურებრივი ტრენინგების ჩატარების დროს. აღნიშნული მოდულის საფუძველზე ჩატარდა ტრენერების ტრენინგის შესაბამისი კურსი (ToT) HSOJ-ის მოსამართლე-ტრენერებისთვის ამ თემაზე შემდგომი ტრენინგების ჩატარების უნარების გაუმჯობესების მიზნით.

ტრენინგის მოდული ასახავს ფულის გათეთრების/ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის (AML/CFT) ტენდენციებსა და ტიპოლოგიებს, საერთაშორისო სტანდარტებს და შესაბამის ეროვნულ მოთხოვნებს ფულის გათეთრების (ML) და ტერორიზმის დაფინანსების (TF) საქმეების გამოძიებასთან დაკავშირებით, ასევე ფურის გათეთრების/ტერორიზმის დაფინანსებასთან (ML/TF) ბრძოლის შესაბამის გამოწვევებს. დოკუმენტი, ასევე, გვაწვდის ინფორმაციას ისეთ თემებზე, როგორიცაა მტკიცებულებების შეგროვება და ანალიზი, ფულის გათეთრების/ტერორიზმის დაფინანსების (ML/TF) საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებების ხარისხის უზრუნველყოფა (მათ შორის სასამართლო მსჯელობის მაგალითები) და ამ საქმეების განხილვა შესაბამისი საერთაშორისო პრეცედენტული სამართლის მეშვეობით.  ტრენინგმოდული შემდგომში ჩართული იქნება იუსტიციის უმაღლესი სკოლის (HSOJ) კანდიდატი და მოქმედი მოსამართლეების სასწავლო პროგრამაში.

ზემოთხსენებული ღონისძიება ჩატარდა იუსტიციის უმაღლესი სკოლის 6 მოსამართლე ტრენერისთვის. შეხვედრის დროს მონაწილეებს მიეცათ საშუალება განეხილათ ის ტენდენციები და გამოწვევები, რომლებსაც მოსამართლეები აწყდებიან ფულის გათეთრების და სხვა ეკონომიკური დანაშაულის საქმეების განხილვისას. ტრენერთა ტრენინგის პროგრამის დღის წესრიგში შედიოდა ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში ფინანსური გამოძიების გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები, მტკიცების ტვირთთან და შეფასების სტანდარტებთან დაკავშირებული მოსაზრებები, საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობა და დანაშულებრივი გზით მიღებული ქონების კონფისკაციისა და უკან დაბრუნების ეფექტური მეთოდები.

ღონისძიება განხორციელდა პროექტის „საქართველოში კორუფციის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციისა და ბრძოლის ინსტიტუციური და ოპერატიული ჩარჩოების კონსოლიდაცია და გაძლიერება“  მიერ, რომელიც ფინანსდება ევროკავშირისა და ევროპის საბჭოსაგან და რომლის განხორციელებაზე პასუხისმგებელია ევროპის საბჭო პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის III ფარგლებში. 

21-22 სექტემბერი, 2023 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge