3 თებერვალს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის ტრენერები შეხვდნენ კორუფციული დანაშაულის ეფექტიანი სასამართლო განხილვის შესახებ მოდულის სტრუქტურასა და შინაარსზე შესათანხმებლად. შეხვედრას უძღვებოდა ევროპის საბჭოს ექსპერტი, ბ-ნ პოლ გარლიკი. ერთობლივი მსჯელობის შედეგად ტრენერებმა, რომლებიც ასევე მოქმედი მოსამართლეები არიან, განსაზღვრეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევები კორუფციულ დანაშაულთან დაკავშირებით. აღნიშნული გამოწვევები მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ფარული აგენტის განცხადებები და მისი მტკიცებულებითი ღირებულება, იურიდიული პირის პასუხისმგებლობა, კანონიერი ფარული ქმედებები და ზღვარი თაღლითობასა და მექრთამეობას შორის.
აღნიშნული შეხვედრის შედეგად მონაწილეებმა დაასრულეს მოდულის შინაარსის განხილვა. შემდეგი შეხვედრა დაგეგმილია აპრილში, რომელიც წარიმართება ტრენერთა ტრენინგის ფორმატში, რომელსაც მოყვება საპილოტე ტრენინგი ევროპის საბჭოს ექსპერტის ჩართულობით. შედეგად, იუსტიციის უმაღლეს სკოლას ექნება შესაძლებლობა მომავალში თავად ჩაატაროს მოსამართლეთა ტრენინგი უკვე მომზადებული ექსპერტთა ბაზის გამოყენებით.
ღონისძიება ორგანიზებული იყო ევროპის საბჭოს პროექტის - „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერების“ ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ბულგარეთის, ლიხტენშტეინის, ნორვეგიის, სლოვაკეთის და შვედეთის მიერ განხორციელებული შემოწირულობებით, საქართველო-ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის ქვეშ.