Back სასამართლოს წარმომადგენლებმა გაიღრმავეს ცოდნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტებისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის შესახებ მონაცემთა შეგროვების თაობაზე

სასამართლოს წარმომადგენლებმა გაიღრმავეს ცოდნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტებისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის შესახებ მონაცემთა შეგროვების თაობაზე

ევროპის საბჭოს ოფისმა საქართველოში, თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმომადგენლებისთვის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტებისა და პრეცედენტული სამართლის შესაბამისად  დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებებისა და სიძულვილის ენისა და შესაბამისი მონაცემთა შეგროვების შესახებ  ტრენინგი ჩაატარა.

ტრენინგის მოდული მოიცავდა თემებს, როგორიცაა დისკრიმინაციის საქმეებზე მონაცემთა შეგროვების პასუხისმგებლობა და მნიშვნელობა, დისკრიმინაციის საფუძვლები, სიძულვილის ენა და გამოხატვის თავისუფლება, სასამართლოს პრეცედენტული სამართლის საფუძველზე სახელმწიფოს ნეგატიური და პოზიტიური ვალდებულებები და დისკრიმინაციის ძირითადი ინდიკატორები.

ინტერაქტიულ სესიებზე მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ჩაღრმავებოდნენ თითოეულ საკითხს და ემსჯელათ მათ პრაქტიკაში რელევანტურ საქმეებთან დაკავშირებით. ამასთან, ტრენინგის მიზანი იყო მოსამართლეთა თანაშემწეების ცოდნით აღჭურვა  და შესაძლებლობების გაძლიერება იმისათვის, რომ მათ მოახდინონ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რელევანტური სტანდარტების ასახვა თავიანთ პრაქტიკასა და სასამართლო გადაწყვეტილებათა პროექტებში და ასევე სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების შესახებ მონაცემთა შეგროვების სტრუქტურისა და პროცესის შემდგომი დახვეწა.

სასამართლო სისტემასთან ევროპის საბჭოს თანამშრომლობა, თანასწორობისა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის ინიციატივების ფარგლებში, წინა წლებში  სასამართლო სისტემისთვის მსგავს ტრენინგებს მოიცავდა. 2021 წელს, ჯამში 70-ზე მეტი მოსამართლის თანაშემწე დაესწრო ტრენინგს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებზე მონაცემთა შეგროვების მნიშვნელობის შესახებ.

2018 წლის სექტემბერიდან, ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში მხარს უჭერს დაინტერესებულ მხარეებს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების შესახებ მონაცემთა შეგროვების მეთოდოლოგიის გაუმჯობესებაში. ინკლუზიური პროცესის შედეგად შემუშავდა რეკომენდაციები მონაცემთა შეგროვების ახალი მეთოდოლოგიის შესახებ, სახელმძღვანელო პრინციპები და  მონაცემთა შეგროვების ფორმები სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის, დისკრიმინაციისა და სიძულვილის ენის შესახებ რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის რეკომენდაციებისა და არსებული საჭიროებების შესაბამისად. 2020 წელს,  პროკურატურამ, უზენაესმა სასამართლომ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის შესახებ მონაცემთა ერთიანი სისტემის შესაქმნელად თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. პროცესის მხარდასაჭერად, ევროპის საბჭომ  სხვადასხვა ტრენინგი და სამუშაო შეხვედრა ჩაატარა.

ეს აქტივობა ხორციელდება პროექტის „თანასწორობის დაცვისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის ეფექტური მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში.  პროექტი ფინანსდება საქართველოში 2020-2023 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის ფარგლებში.

14-15 ივლისი 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page