Back ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემა და ბავშვის უფლებები - საუკეთესო ევროპული და ამერიკული გამოცდილება

ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემა და ბავშვის უფლებები - საუკეთესო ევროპული და ამერიკული გამოცდილება

ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის მხარდაჭერით 2023 წლის 20 ნოემბერს - გაიმართა პირველი საერთაშორისო კონფერენცია -„ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემა და ბავშვის უფლებები - საუკეთესო ევროპული და ამერიკული გამოცდილება.“

კონფერენციამ გააერთიანა, 100-მდე ქართველი და უცხოელი პროფესიონალი და დარგის ექსპერტი, მოსამართლეები, პროკურორები ადვოკატები, სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პრაქტიკოსი იურისტები სხვადასხვა უწყებებიდან, ბავშვის უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციები, ასევე სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები. ამასთან, ღონისძიების განმავლობაში, ევროპის საბჭოს მოწვევით, ბავშვებს მიეცათ შესაძლებლობა, ონლაინ სივრცეში არსებულ პრობლემებზე თავად ესაუბრათ და საკუთარი მოსაზრებები  გაეზიარებინათ პროფესიონალებისთვის.

ღონისძიება მოიცავდა ხუთ სესიას, რომელიც მიეძღვნა ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხს, როგორც სისხლის, ისე სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის ჭრილში. ევროპის საბჭო გაუძღვა 2 სპეციალურ სესიას:  მოზარდების უფლებრივი მდგომარეობა სკოლებში, გამოწვევები  ციფრულ სამყაროში და ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციის და სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისას არსებული გამოწვევები საქართველოში.

ლანსაროტის კონვენციის განხორციელებასთან დაკავშირებით სპეციალური მოხსენებით წარსდგა, ლანსაროტის კომიტეტის (სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბავშვთა დაცვის შესახებ კონვენციის ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების კომიტეტი) თავმჯდომარე, ქალბატონი მარია ხოსე კასტელო-ბრანკო.

მან ასევე ისაუბრა კონკრეტულად საქართველოსაკენ მიმართულ რეკომენდაციებზე, რომლებიც მონიტორინგის მეორე რაუნდის ფარგლებში გაიცა საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) კონტექსტში ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისგან დაცვის კუთხით. უფრო კონკრეტულად, იმ გამოწვევების თაობაზე რომელსაც თავად ბავშვების მიერ შექმნილი სექსუალური ხასიათის სურათები და/ან ვიდეოები წარმოშობს.

კონფერენცია ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის „ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების უზრუნველყოფა საქართველოში: ბავშვთა დაცვა და პრევენცია ძალადობისგან, მათ შორის, ციფრულ გარემოში“ ფარგლებში.

 

თბილისი, საქართველო 20 ნოემბერი 2023
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge