Back შრომის უფლებების საკითხი კოორდინირებულ მიდგომას საჭიროებს

შრომის უფლებების საკითხი კოორდინირებულ მიდგომას საჭიროებს

ევროპის საბჭოს პროექტმა „სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის გაძლიერება საქართველოში“ რიგით მეორე, დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა ჩაატარა. შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები, ასევე სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლები, რომლებიც მუშაობენ საქართველოში შრომითი უფლებების დაცვის გაძლიერებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე. შეხვედრას ესწრებოდნენ ძირითადი დონორები და საჯარო ინსტიტუციების წარმომადგენლები. კერძოდ, წარმომადგენლები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან, სახალხო დამცველის აპარატდან, სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურიდან, მთავრობის ადმინისტრაციის დონორთა საკოორდინაციო განყოფილებიდან და სხვა.

შეხვედრის მიზანი იყო დონორთა საქმიანობის მიმოხილვა, მიმდინარე მიზნებისა და ამოცანების განხილვა იმისათვის, რომ მოიძებნოს თანხვედრა ხელისუფლების პრიორიტეტებსა და დონორთა სექტორულ ჩარევას შორის. შეხვედრის მონაწილეებმა ერთმანეთს გააცნეს მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობა შრომითი უფლებების დაცვის სფეროში.

სხვა დონორებთან და განვითარების პარტნიორებთან კოორდინაციას, ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას ევროპის საბჭო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. ეს მიდგომა ხელს უწყობს სამუშაო დონეზე თანამშრომლობის გაღრმავებას, წარსულში მიღებული გამოცდილებების გააზრებას და  ერთიანი მიდგომის შემუშავებას.  

საკოორდინაციო შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

ღონისძიება ორგანიზებულია ევროპის საბჭოს პროექტის „სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი წარმოადგენს საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წწ სამოქმედო გეგმის ნაწილს.

 

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page