Back ორმაგი დიაგნოზი და კომპლექსური პოსტ-ტრამვული სტრესული აშლილობა - ევროპის საბჭო მართლმსაჯულების სისტემაში მომუშავე სპეციალისტების ტრენინგებს განაგრძობს

ორმაგი დიაგნოზი და კომპლექსური პოსტ-ტრამვული სტრესული აშლილობა - ევროპის საბჭო მართლმსაჯულების სისტემაში მომუშავე სპეციალისტების ტრენინგებს განაგრძობს

ევროპის საბჭოს აგრძელებს ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე ტრენინგების ციკლს მართლმსაჯულების სისტემაში მომუშავე სპეციალისტებისთვის (ფსიქოლოგებისთვის და სამედიცინო დეპარტამენტის წარმომადგენლებისთვის). ამჯერად, 18-19 ივლისს,   სპეციალური პენიტენციური სამსახურის და დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ფსიქოლოგებს ორმაგი დიაგნოზის და კომპლექსური პოსტ-ტრამვული სტრესული აშლილობის (PTSD) საკითხებზე ჩაუტარდათ ტრენინგი.

ტრენინგის თეორიული კომპონენტი შემდეგ თემებს დაეთმო: პოსტ-ტრამვული სტრესული აშლილობის გამომწვევი მიზეზები, დიაგნოსტირების მეთოდები და მკურნალობის გზები, ორმაგი დიაგნოზების განსაზღვრა, დიაგნოსტირების და მკურნალობის მნიშვნელობა, ტრამვა და მასთან დაკავშირებული საკითხები. ტრენინგი ასევე მოიცავდა პრაქტიკულ კომპონენტს, რომლის ფარგლებშიც  მართლმსაჯულების სისტემის სპეციალისტებმა სხვადასხვა კლინიკური შემთხვევები განიხილეს.

ტრენინგი ევროპის საბჭოს პროექტის ’’პენიტენციური სისტემის რეფორმების  მხარდაჭერა საქართველოში’’ პომპიდუ ჯგუფის კომპონენტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი დაფინანსებულია საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის ქვეშ.

თბილისი, საქართველო 18-19 ივლისი, 2024 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge