Back გამოიცა საარჩევნო ჟურნალის “არჩევნები და დემოკრატია” პირველი ნომერი

გამოიცა საარჩევნო ჟურნალის “არჩევნები და დემოკრატია” პირველი ნომერი

საარჩევნო პროცესებში აქტიური ჩართვის  აუცილებლობის თაობაზე საზოგადოების და არჩევნებში მონაწილე მხარეების ცნობიერების ამაღლების მიზნით, ევროპის საბჭომ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო კომისიასთან თანამშრომლობით, მოამზადა და გამოსცა პერიოდული საარჩევნო ჟურნალი “არჩევნები და დემოკრატია”.

არჩევნებში მონაწილე მხარეებს, საზოგადოებას, მათ შორის მოწყვლად ჯგუფებსა და ახალგაზრდებს, ჟურნალი საშუალებას აძლევს გაეცნონ მათთვის საინტერესო საარჩევნო უფლებების თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტებს: საერთაშორისო სტანდარტები და კარგი პრაქტიკა, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ევროპის საბჭოს სტანდარტებსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიმოხილვას; ეროვნული საარჩევნო კანონმდებლობა და პრაქტიკა, მათ შორის საქართველოს არჩევნების ისტორიული მიმოხილვა; ქალთა უფლებების გაძლიერება პოლიტიკაში; უმცირესობების უფლებები და სხვა. გამოცემას ასევე აქვს სპეციალური რუბრიკა: ამომრჩევლის და სამოქალაქო საზოგადოების გვერდი.

გამოცემა ხელმისაწვდომია როგორც ბეჭდური სახით, ასევე ელექტრონული ფორმით. ჟურნალს მიენიჭა სამეცნიერო გამოცემის სტატუსი და განთავსდება საერთაშორისო მონაცემთა ბაზის ვებ-გვერდზე: ulrichsweb. ჟურნალი რეგულარულად განთავსდება ევროპის საბჭოსა და უმაღლესი საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდებზე, მათ შორის - სხვადასხვა ელექტრონული ბიბლიოთეკის ვებ-გვერდზე: http://www.library.court.ge/ და  www.scribd.com.

ჟურნალი გამოიცა ევროპის საბჭოს პროექტის „საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესის გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და სანდოობის მხარდაჭერა საქართველოში” ხელშეწყობით.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page