Back საარჩევნო მოხელეებმა გაიღრმავეს ცოდნა საარჩევნო დავების განხილვის ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებსა და კარგ პრაქტიკაზე

საარჩევნო მოხელეებმა გაიღრმავეს ცოდნა საარჩევნო დავების განხილვის ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებსა და კარგ პრაქტიკაზე

საარჩევნო მოხელეებმა გაიღრმავეს ცოდნა საარჩევნო დავების განხილვის ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებსა და კარგ პრაქტიკაზე. ტრენინგი გაიმართა 2023 წლის 20 სექტემბერს. ტრენინგი წარმართა ევროპის საბჭოს ექსპერტმა. სესიები მიეძღვნა საარჩევნო დავების განხილვასთან დაკავშირებულ ახალ მიდგომებს, მათ შორის, არჩევნებში საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით შესაძლო დარღვევებზე რეაგირების ეფექტიან მექანიზმებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საარჩევნო დავებზე სასამართლო პრაქტიკის განზოგადებას.

ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებმა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული და არჩევნების მართვის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ტრენერებმა განიხილეს საარჩევნო დავებზე სამართალწარმოების გაუმჯობესების პრაქტიკული ასპექტები, რათა უკეთ მომზადებული შეხვდნენ 1 ოქტომბრის შუალედურ/რიგგარეშე და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს.

ტრენინგი მიზნად ისახავდა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეების მიერ საარჩევნო დავების განხილვის გაუმჯობესებას. ყურადღება გამახვილდა არჩევნებში საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით წარმოშობილ შესაძლო დავებზე ეფექტიან რეაგირებისათვის პრაქტიკული უნარების შემდგომ განვითარებაზე. როგორც გაცხადებულია, 2024 საპარლამენტო არჩევნებისათვის ამომრჩეველთა 90% პროცენტი ხმას მისცემს ელექტრონული აპარატების გამოყენებით.

ტრენინგი ეფუძნება ევროპის საბჭოს საარჩევნო მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში ვენეციის კომისიასთან ერთობლივად შემუშავებულ მეთოდოლოგიურ სახელმძღვანელოს „საარჩევნო დავები“.

ტრენინგი ორგანიზებული იყო ევროპის საბჭოს პროექტის  „საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესის გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და სანდოობის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში.

თბილისი, საქართველო 20 სექტემბერი, 2023 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge