Back ვაძლიერებთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს დისკრიმინაციის არსისა და მასთან საწინააღმდეგო ქმედებების გააზრებით

ვაძლიერებთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს დისკრიმინაციის არსისა და მასთან საწინააღმდეგო ქმედებების გააზრებით

ევროპის საბჭოს ოფისმა საქართველოში თანასწორობის კოალიციასთან ერთად საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან სათემო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის დისკრიმინაციის აკრძალვის შესახებ ტრენინგი ჩაატარა. ტრენინგის მთავარი მიზანი იყო სამოქალაქო ორგანიზაციების ინფორმირება დისკრიმინაციის განმსაზღვრელი სამართლებრივი და თეორიული ჩარჩოების, დისკრიმინაციის აკრძალვის მნიშვნელობისა და ადგილობრივი და საერთაშორისო მექანიზმების შესახებ. ტრენინგს ფასილიტაციას ‘კოალიცია თანასწორობისთვის’ წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები უწევდნენ კანონის უზენაესობის ცენტრთან ერთად.

ტრენინგს ესწრებოდა დისკრიმინაციის, ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის საკითხებზე მომუშავე 9 სამოქალაქო ორგანიზაციის 22 მონაწილე, მათ შორის: წითელი ხიდი, სალამი, სოლიდარობის მუზეუმი, სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი, ახალგაზრდები დემოკრატიული ცვლილებებისთვის, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი, ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრი, შშმ ბავშვთა მშობელთა კავშირი ლამპარი და თემი „ქედელი“.

ტრენინგმა გააუმჯობესა ადგილობრივ თემებში სხვადასხვა ჯგუფებთან თანასწორობისა და მრავალფეროვნების ადვოკატირების მიზნით მომუშავე რისკის ქვეშ მყოფი უმცირესობების წარმომადგენლებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობები.

აღნიშნული აქტივობა ხორციელდება პროექტისთანასწორობისა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის ეფექტური დაცვის ხელშეწყობა საქართველოშიფარგლებში. პროექტი ფინანსდება ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმით საქართველოს 2020-2023 წლებში.

27-29 სექტემბერი 2023
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge