Back დემოკრატიული პრაქტიკების გაცნობა: საქართველოს მუნიციპალიტეტების სასწავლო ვიზიტი პორტუგალიაში

დემოკრატიული პრაქტიკების გაცნობა: საქართველოს მუნიციპალიტეტების სასწავლო ვიზიტი პორტუგალიაში

ევროპის საბჭოს პროექტის „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ ფარგლებში, საქართველოს შვიდი მუნიციპალიტეტის 14 წარმომადგენლის მონაწილეობით წარმატებით განხორციელდა ოთხდღიანი სასწავლო ვიზიტი პორტუგალიაში. 2023 წლის 14-17 ნოემბერს დელეგაცია ესტუმრა პორტუგალიის მონაწილეობით პროექტებს და განიხილა გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის მექანიზმების დანერგვის საუკეთესო პრაქტიკები და გამოწვევები.

სასწავლო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მუნიციპალიტეტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები გაეცნენ პორტუგალიის პრაქტიკას მოქალაქეების, განსაკუთრებით ბავშვებისა და ახალგაზრდების პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვის კუთხით. დელეგაცია ასევე გაეცნო მმართველობის სხვადასხვა დონეზე განხორციელებულ პროექტებს და ესტუმრა ინიციატივებს განსხვავებული სიდიდის ქალაქებში, ვალონგოში, ლისაბონსა და კაშკაიშში.

ვალონგოს მერი, ხოსე მანუელ რიბეირო, რომელიც აქტიური მოქალაქეობისა და დემოკრატიული ღირებულებების აქტიური დამცველია, მიესალმა ქართულ დელეგაციას და მონაწილეებს გაუზიარა ვალონგოს მუნიციპალიტეტის წარმატების ისტორია მონაწილეობითი მექანიზმების დანერგვის კუთხით. მან აღნიშნა, რომ მსგავსი ინიციატივები წაახალისებს ადგილობრივებს, აქტიურად ჩაერთონ ისეთი გამოწვევების მოგვარებაში, რომლებიც გავლენას ახდენს მათ ცხოვრებასა და გარემოზე.

სასწავლო ვიზიტის ფარგლებში დისკუსიებმა გამოკვეთა ბავშვებისა და ახალგაზრდების მონაწილეობის მნიშვნელობა, მოქალაქეების ეფექტური მონაწილეობის როლი ურბანული ბიომრავალფეროვნების გაუმჯობესებაში და ტექნოლოგიების როლი მოქალაქეების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. აღნიშნული ვიზიტის განმავლობაში დელეგაცია გაეცნო მონაწილეობის ისეთ კარგ პრაქტიკებს, როგორიცაა ვალონგოს ბავშვთა საბჭო, ახალგაზრდების მონაწილეობა ლისაბონში MyPolis-ის მეშვეობით, სასკოლო მონაწილეობითი ბიუჯეტირება კაშკაიშში, ვალონგოს BiodiverCities პროექტი, ლისაბონის მოქალაქეთა საბჭო, Rés-do-Chão-ს სათემო კავშირების მონაწილეობითი მექანიზმები, კაშკაიშის კონტროლის ცენტრის ინიციატივა, Smart City-ის ციფრული პრაქტიკები და ტექნოლოგიების გამოყენება Valongo-ში მოქალაქეთა მონაწილეობის გასაძლიერებლად.

„ჩვენი საჭიროებების გათვალისწინებით სასწავლო ვიზიტის დაგეგმვამ, ვიზიტი გახადა არა მხოლოდ საინტერესო, არამედ სრულიად რელევანტური  და მორგებული ჩვენს მოლოდინებზე“ - აღნიშნა ადგილობრივი უწყების წარმომადგენელმა

„ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არსებულმა მრავალფეროვნებამ საშუალება მოგვცა შეგვეძინა ღირებული კონტაქტები მუნიციპალიტეტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის, რამაც გაზარდა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები“ - თქვა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელმა

დინამიურმა და პროდუქტიულმა სასწავლო ვიზიტმა, რომელიც ევროპის საბჭომ პორტუგალიურ სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივასთან  Fórum dos Cidadãos-თან ერთად დააორგანიზა, საშუალება მისცა მონაწილეებს შეეძინათ ახალი კონტაქტები და განეხილათ  სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები მონაწილეობითი დემოკრატიის სფეროში.

სასწავლო ვიზიტი პორტუგალიაში ორგანიზებულია ევროპის საბჭოს პროექტისმონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოშიფარგლებში დემოკრატიისა და ადამიანის ღირსების გენერალური დირექტორატის არჩევნებისა და მონაწილეობითი დემოკრატიის სამმართველოს მიერსაქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით.

პორტუგალია 17 ნოემბერი 2023
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge