Back მედიის შესაძლებლობების გაძლიერება დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და თანასწორობის საკითხებზე

მედიის შესაძლებლობების გაძლიერება დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და თანასწორობის საკითხებზე

15-16 ივნისს 19-მა ჟურნალისტმა თბილისიდან, კახეთიდან, ქვემო ქართლიდან, გურიასა და აჭარიდან მონაწილეობა მიიღო ტრენინგში ‘’მედიის შესაძლებლობების გაძლიერება დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და თანასწორობის საკითხებზე’’.

ორ-დღიანი ტრენინგის ფარგლებში განხილული იყო ფემიციდისა და გენდერული ნიშნით ძალადობის, მათ შორის, სქესობრივი ძალადობის გაშუქების, აგრეთვე, დისკრიმინაციის მსხვერპლთან კომუნიკაციის სტანდარტები, ეთნიკური უმცირესობების საკითხები მედიაში, საარჩევნო პროცესების დროს სიძულვილის ენის გამოყენება, სიძულვილით მოტივირებული ადმინისტრაციული დარღვევები და დანაშაულები. ტრენინგი მოიცავდა პრაქტიკულ ელემენტებსა და სიმულაციურ დავალებებს.

ტრენინგი ჩატარდა ‘’კანონის უზენაესობის ცენტრის’’ ორგანიზებით, მედია ექსპერტების, ფსიქოლოგისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის წარმომადგენლების მონაწილეობითა და ევროპის საბჭოს, გაეროს განვითარების პროგრამასა (UNDP) და ნორვეგიის სამეფოსთან თანამშრომლობით.

ეს აქტივობა განხორციელდა პროექტის ‘’თანასწორობის გაძლიერება და დისკრიმინაციის დაუშვებლობა საქართველოში’’ ფარგლებში, რომელიც ფინანსდება საქართველოში 2024-2027 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმით.

თბილისი, საქართველო 15-16 ივნისი, 2024 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge