Back ევროპის საბჭოს პროექტის მმართველი კომიტეტის დასკვნითმა შეხვედრამ ადგილობრივ დონეზე მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების კუთხით მიღწეული პროგრესი განიხილა

ევროპის საბჭოს პროექტის მმართველი კომიტეტის დასკვნითმა შეხვედრამ ადგილობრივ დონეზე მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების კუთხით მიღწეული პროგრესი განიხილა

2023 წლის 28 ნოემბერს თბილისის საკრებულოში გაიმართა ევროპის საბჭოს პროექტის „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ დასკვნითი შეხვედრა პროექტის მიღწევების შესაფასებლად და ახალი პროექტის შესახებ იდეებისა და რეკომენდაციების განსახილველად.

შეხვედრას ესწრებოდნენ მმართველი კომიტეტის წევრები, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG), საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, სახალხო დამცველის აპარატის (PDO), მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის (MSDC), საერთაშორისო ასოციაცია Civitas Georgica-ს, დონორი ორგანიზაციის - ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და ევროპის საბჭოს წარმომადგენლები.

ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის გენერალურმა მდივანმა, მეთიუ მორიმ, ხაზი გაუსვა დაინტერესებული მხარეების ღირებულ წვლილს დეცენტრალიზაციის რეფორმის, საქართველოს მასშტაბით კარგი მმართველობის, ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერებისა  და სამართლიანი საზოგადოების ფორმირების კუთხით, ასევე აღნიშნა პროექტის მნიშვნელოვანი როლი კონგრესის პრიორიტეტების გათვალისწინებით ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებების ხელშეწყობაში. მეთიუ მორიმ ხაზი გაუსვა პროექტის შესაბამისობას ევროპის საბჭოს რეიკიავიკის სამიტის დღის წესრიგთან, რომელიც ორიენტირებულია ადგილობრივ დონეზე დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერებაზე.

ალექსანდერ კარნერმა, ავსტრიის განვითარების სააგენტოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში, პროექტს წამყვანი ინიციატივა უწოდა და ხაზი გაუსვა მის წარმატებას ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებების დაცვისა და მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერების კუთხით, რომელიც კონკრეტული და ხელშესახები შედეგებით ხელს უწყობს კონსტრუქციულ დიალოგს ადგილობრივ ხელისუფლებას, ცენტრალურ უწყებებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის.

პროექტის პარტნიორებმა, საჯარო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა, გამოკვეთეს პროექტის მიერ საქართველოს მასშტაბით მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგები, რომელთაც საფუძველი ჩაუყარეს მოქალაქეთა მდგრად მონაწილეობასა და ადამიანის უფლებების ლოკალიზაციას საქართველოს 18 მუნიციპალიტეტში. მათ ასევე აღნიშნეს პროექტის მასშტაბის გაფართოების აუცილებლობა, რათა მოხდეს წარმატებული პრაქტიკების რეპლიკაცია და შემდგომი განვითარება სხვა მუნიციპალიტეტებშიც.

ახალი პროექტისთვის განხილულ იდეებსა და პრიორიტეტებს შორის, პროექტის პარტნიორებმა ყურადღება გაამახვილეს სამოქალაქო მონაწილეობის მექანიზმების ინსტიტუციონალიზაციისა და ეროვნულ დონეზე მათი გაფართოების მნიშვნელობაზე, საზოგადოებაში მეტი ხილვადობისა და გავლენის უზრუნველსაყოფად მედია თანამშრომლობის გაღრმავებაზე, ამასთან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დარგობრივი ექსპერტიზის გაძლიერებაზე ადგილობრივი გადაწყვეტილებების მიღებაში მათი ეფექტური ჩართულობისთვის.

ღონისძიება განხორციელდა პროექტისმონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოშიფარგლებში, რომელსაც ერთობლივად ახორციელებენ დემოკრატიისა და ადამიანის ღირსების გენერალური დირექტორატი და ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით.

თბილისი, საქართველო 28 ნოემბერი, 2023
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge