Back საფრანგეთი მხარს დაუჭერს ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმას საქართველოსთვის

საფრანგეთი მხარს დაუჭერს ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმას საქართველოსთვის

გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრის წარმომადგენელს, ჟან-ნოელ ბაროს შეხვდა. შეხვედრა დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის გლობალურ გამოწვევებზე მსჯელობას დაეთმო.

შეხვედრის მთავარი თემა გახლდათ „ხელოვნური ინტელექტის, ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის შესახებ ჩარჩო კონვენციის“ პროექტის შეჯამება, რეიკიავიკის სამიტის შედეგად შეთანხმებული პრინციპების შესაბამისად და რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად უკრაინისათვის მიყენებული ზიანის რეესტრის დანერგვის აუცილებლობა. მინისტრთა კომიტეტი კონვენციას სავარაუდოდ ორგანიზაციის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით მიიღებს.

შეხვედრის წინ, ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრის წარმომადგენელმა გენერალური მდივნის მონაწილეობით გამართულ ოფიციალურ ცერემონიაზე ხელი მოაწერა შეთანხმებას რომლის საფუძველზეც საფრანგეთი 875,000 ევროს ოდენობის კონტრიბუციას გაიღებს ევროპის საბჭოს სხვადასხვა პროექტების დასაფინანსებლად. სხვა პროექტებთან შორის, ამ კონტრიბუციიდან 50,000 ევრო  საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმის დაფინანსებას მოხმარდება.

სტრასბურგი, საფრანგეთი 22 აპრილი, 2024 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge