ევროპის საბჭო აგრძელებს ტენდერს საერთაშორისო საკონსულტაციო მომსახურების მიღების მიზნით
ევროპის საბჭოსა და საქართველოს შორის 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ევროპის საბჭო ახორციელებს პროექტს „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“.
პროექტის ფარგლებში, ევროპის საბჭო აცხადებს ტენდერს საერთაშორისო საკონსულტაციო მომსახურების მიღების მიზნით ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით. გასაწევი მომსახურება მოიცავს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების შესაძლებლობების განვითარებას ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, ასევე ექსპერტულ მხარდაჭერას ადამიანის უფლებების შესახებ ადგილობრივი ინიციატივების განხორციელებასა და მონაცემთა შეგროვების გზით მტკიცებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავებაში.
მომსახურების დაწყების სავარაუდო თარიღია 25 ნოემბერი 2021. ტენდერის აპლიკაციების შემოტანის ბოლო ვადა: 15 ნოემბერი 2021.
სატენდერო დოკუმენტები ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე.