Back სასწავლო ვიზიტი დანიაში დაკავების ადგილების მონიტორინგის გასაუმჯობესებლად

სასწავლო ვიზიტი დანიაში დაკავების ადგილების მონიტორინგის გასაუმჯობესებლად

2023 წლის 26-29 ივნისს კოპენჰაგენს სასწავლო ვიზიტით ეწვია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის, მათ შორის პრევენციის ეროვნული მექანიზმის, და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (გენერალური ინსპექციის და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის) ათი წარმომადგენელი.

მონაწილეებს უმასპინძლა დანიის პრევენციის ეროვნულმა მექანიზმმა, დანიის საპარლამენტო ომბუდსმენის, ასევე დანიის ადამიანის უფლებათა ინსტიტუტის (DIHR) და დანიის წამების საწინააღმდეგო ინსტიტუტის (DIGNITY) წარმომადგენლებმა.

გარდა ამისა, დელეგაციამ მოინახულა კოპენჰაგენის ორი დახურული დაწესებულება – ჰერსტედვესტერის ინსტიტუტი, სპეციალიზებული დაწესებულება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პატიმართათვის, და დასავლეთის ციხე, წინასწარი პატიმრობის მთავარი დაწესებულება.

ვიზიტმა ქართულ დელეგაციას საშუალება მისცა გაეცვალა გამოცდილება და გაეცნო დანიის საუკეთესო პრაქტიკა პენიტენციურ დაწესებულებებში ფსიქიკური ჯანმრთელობის მონიტორინგზე, მონიტორინგის ინსტრუმენტების გამოყენებაზე, პრევენციის ეროვნულ მექანიზმსა და მონიტორინგის სხვა ორგანოებს შორის თანამშრომლობაზე, სტამბულის პროტოკოლის როლზე წამების ეფექტურ გამოძიებასა და დოკუმენტაციაში, დანიის პენიტენციური დაწესებულებების სტრუქტურებსა და სერვისებზე და საერთო გამოწვევებზე. სასწავლო ვიზიტის დროს ქართულმა დელეგაციამ დანიელ კოლეგებთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხებიც განიხილა.

სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, დელეგაცია ასევე შეხვდა წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) მე-2 ვიცე-პრეზიდენტს, რომელიც არის კომიტეტში დანიის წარმომადგენელი. შეხვედრის დროს მონაწილეებმა ისაუბრეს პენიტენციურ სისტემაში ფსიქიკური ჯანდაცვის მონიტორინგის საკითხებზე და განიხილეს CPT-ის მიერ საქართველოსთვის შემუშავებული რეკომენდაციების ნაწილი.

სასწავლო ვიზიტი ორგანიზებული იყო ევროპის საბჭოს პროექტის „ჯანდაცვის უზრუნველყოფის გაუმჯობესება საქართველოს პენიტენციურ სისტემაში“ ფარგლებში დანიის საპარლამენტო ომბუდსმენთან თანამშრომლობით. პროექტი ევროპის საბჭოს 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმის ნაწილია.

29 ივნისი 2023
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge