Back საქართველო: LGBTI ადამიანებისა და ადამიანის უფლებების დამცველთა მიმართ პოლიტიკური მანიპულაცია და შევიწროება მიუღებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში

საქართველო: LGBTI ადამიანებისა და ადამიანის უფლებების დამცველთა მიმართ პოლიტიკური მანიპულაცია და შევიწროება მიუღებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში

„შეშფოთებული ვარ საქართველოში ამჟამად  მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების გამო, კერძოდ პარტია „ქართული ოცნების“ განცხადებაში გაჟღერებული საკონსტიტუციო ცვლილებისა და ,,ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ ახალი საკონსტიტუციო კანონის მიღების ინიციატივით,“ - განაცხადა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, დუნია მიატოვიჩმა. „ეს ასახავს LGBTI ადამიანების მიმართ არსებულ საზიანო სტერეოტიპებსა და შეხედულებებს, რაც ქართული საზოგადოების გარკვეულ სეგმენტში კვლავ ჭარბობს, მათ შორის  პოლიტიკოსებშიც, რამაც შესაძლოა, ადამიანის უფლებებზე, უსაფრთხოებასა და LGBTI ადამიანების კეთილდღეობაზე, ასევე მათი უფლებების დამცველებზე ძლიერი, ნეგატიური გავლენა იქონიოს. ის, აგრეთვე, წარმოადგენს LGBTI-ფობიით პოლიტიკურ მანიპულაციას არჩევნების წინ, რაც მე უკვე დავგმე. მსგავს ფაქტს ადგილი არ უნდა ჰქონდეს  დემოკრატიულ საზოგადოებაში, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე დაყრდნობით.

როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოში LGBTI ადამიანები კვლავ რჩებიან სიძულვილის ენისა და  ფართო დისკრიმინაციის სამიზნედ. მათ, აგრეთვე, რეგულარულად ეზღუდებათ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება. მე არაერთხელ მოვუწოდე საქართველოს ხელისუფლებას, მხარი დაუჭირონ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას და მის პრაქტიკაში გატარებას ნებისმიერი ფორმის დისკრიმინაციის მიმართ, მათ შორის LGBTI ადამიანების წინააღმდეგ დისკრიმინაციისა და ძალადობის საკითხში. ბოლო თვეების მანძილზე ვისმენ პოლიტიკოსების მიერ ჭარბად გაჟღერებულ მასტიგმატიზირებელ რიტორიკას, რომელიც მიმართულია ადამიანის უფლებების დამცველთა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა საქმიანობის დასაკნინებლად.

შესაბამისად, მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას პატივი სცენ ადამიანის უფლებების საკითხში, როგორც ევროპის საბჭოს წევრ ქვეყანის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს,  მათ შორის LGBTI ადამიანების უფლებების მიმართ და უზრუნველყონ სამოქალაქო საზოგადოებისა და ადამიანის უფლებების დამცველთათვის საქმიანობის შესაბამისი გარემოს შექმნა. დაჟინებით მოვუწოდებ საქართველოში ყველა პოლიტიკოსს, მკაცრად დაგმონ LGBTI-ფობია და ნებისმიერი სხვა ფორმის დისკრიმინაციული რიტორიკის გამოყენება საარჩევნო კამპანიაში.

სოლიდარული ვრჩები ყველა იმ პირის მიმართ, ვინც მხარს უჭერს და იცავს ქართული საზოგადოების ნებისმიერი წევრის, მათ შორის LGBTI ადამიანების უფლების დაცვას, იღწვის მშვიდობიანი ქვეყნისა და საზოგადოებისათვის და ემხრობა თანასწორობასა და ადამიანის ღირსების დაცვას.

სტრასბურგი, საფრანგეთი 27 მარტი, 2024 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge