Back პენიტენციური სისტემის თანამშრომლებმა პიროვნული აშლილობების მართვის უნარები გაიუმჯობესეს

პენიტენციური სისტემის თანამშრომლებმა პიროვნული აშლილობების მართვის უნარები გაიუმჯობესეს

2023 წლის 2-5 ოქტომბერს ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა თემაზე „პიროვნული აშლილობის იდენტიფიცირება და პირველადი მართვა პენიტენციურ სისტემაში“, რაც საქართველოს პენიტენციურ სისტემაში ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

ტრენინგს ორმოცი ფსიქოლოგი და სოციალური მუშაკი დაესწრო. აქცენტი გაკეთდა პიროვნულ აშლილობებთან დაკავშირებულ ქცევითი საკითხების მოგვარებაზე. მათ შორის ისეთ აშლილობების შემთხვევებს, როგორიცაა ანტისოციალური, მოსაზღვრე და ნარცისული პიროვნული აშლილობები. 

ტრეინინგი უკავშირდება საქართველოს ვალდებულებას, აამაღლოს ფსიქიკური ჯანმრთელობის სტანდარტები პენიტენციურ სისტემაში. იგი მიზნად ისახავს პროფესიონალების საჭირო ცოდნითა და ინსტრუმენტებით აღჭურვას, რომლებიც საჭიროა პიროვნული აშლილობის იდენტიფიცირებისა და ეფექტური მართვისთვის, რათა მსგავსი აშლილობის მქონე პირებმა საჭირო ზრუნვა მიიღონ.   

მოსალოდნელია, რომ ეს ტრენინგი და გადამზადებულ პროფესიონალთა ძალისხმევა მნიშვნელოვან დადებით გავლენას მოახდენს პატიმრების რეაბილიტაციასა და კეთილდღეობაზე. 

აღნიშნული აქტივობა ჩატარდა პროექტის „ჯანდაცვის უზრუნველყოფის გაუმჯობესება საქართველოს პენიტენციურ სისტემაში“ ფარგლებში, რომელიც ევროპის საბჭოს 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმის ნაწილია.

საქართველო 5 ოქტომბერი 2023
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge