Back ქართველი სპეციალისტები ციხეში დაფუძნებული თერაპიული თემის მტკიცებულებებსა და სარგებელს გაეცნენ

ქართველი სპეციალისტები ციხეში დაფუძნებული თერაპიული თემის მტკიცებულებებსა და სარგებელს გაეცნენ

ფსიქოაქტიურ საშუალებზე დამოკიდებულებების დასაძლევად ციხეში დაფუძნებული თერაპიული თემების  სარგებლიანობის, ამის მტკიცებულებების და საქართველოს ციხეებში მისი დანერგვის შესაძლებლობების ირგვლივ ეროვნული თუ საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფთან ერთად, როგორც საქართველოს სპეციალური პენიტენციური სამსახურის და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა, ისე სამედიცინო პერსონალმა და რეაბილიტაციის სამსახურის სპეციალისტებმა ისაუბრეს პომპიდუ ჯგუფის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაზე 2024 წლის 30-31 ივლისს, ქობულეთში.

შეხვედრის უპირველესი მიზანი იყო ქართველი პროფესიონალებისთვის ციხეში დაფუძნებული თერაპიული თემის შექმნის შესახებ, მისი კონცეფციის, მიზნების, სარგებლისა და ეფექტურობის მტკიცებულებების შესახებ პრაქტიკული ინფორმაციის მიწოდება. გარდა ამისა, შეხვედრა მიზნად ისახავდა საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერას, წამოეწყო დისკუსია პომპიდუ ჯგუფის ქვეყნების მსგავსი გამოცდილების საფუძველზე, ციხეში დაფუძნებული პირველი თერაპიული თემის, სავარაუდოდ ლაითურის ციხეში დანერგვის შესახებ. ექსპერტებმა ნორვეგიიდან, რუმინეთიდან და მოლდოვის რესპუბლიკიდან გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება და ცოდნა მათ ქვეყნებში თერაპიული თემის შექმნასთან დაკავშირებით და განიხილეს მონაწილეებთან საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში მსგავსი თემის დანერგვის მიზანშეწონილობა.

სამუშაო შეხვედრის დასასრულს, ქართულ დელეგაციას სრულყოფილი ცოდნა ჰქონდა თერაპიული თემის არსის და ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებში მისი ფუნქციონირების შესახებ. ღონისძიებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა საქართველოს ციხეებში თერაპიული თემის დანერგვის განხორციელებადობის კვლევის ჩატარებისკენ.

შეხვედრის მეორე დღეს ჯგუფი ლაითურის ახალაშენებულ ციხეს ეწვია. სემინარი დასრულდა პლენარული დისკუსიით, რომელის დროსაც ხაზი გაესვა თერაპიული თემის პოტენციური დანერგვის შემდგომი კვლევის სურვილს, რათა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ხარისხი საქართველოს პენიტენციალურ სისტემაში კიდევ უფრო გაუმჯობესდეს.

შეხვედრა ევროპის საბჭოს პროექტის ’’პენიტენციური სისტემის რეფორმების  მხარდაჭერა საქართველოში’’ პომპიდუ ჯგუფის კომპონენტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი დაფინანსებულია საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის ქვეშ.

ქობულეთი, საქართველო 30-31 ივლისი, 2024 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge