Back საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეებმა წარმატებით გაიარეს ტრენინგი თემაზე: “საარჩევნო ციკლის მართვა - დაგეგმარება, ანგარიშგება, მონიტორინგი და შეფასება”

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეებმა წარმატებით გაიარეს ტრენინგი თემაზე: “საარჩევნო ციკლის მართვა - დაგეგმარება, ანგარიშგება, მონიტორინგი და შეფასება”

1-2 ივნისს, ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებმა წარმატებით გაირეს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთათვის განკუთვნილი ორდღიანი ტრენინგი თემაზე: „საარჩევნო ციკლის მართვა - დაგეგმარება, ანგარიშგება, მონიტორინგი და შეფასება“.

 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ ოპოზიციური კვოტით, გიორგი სიორიძემ, და ევროპის საბჭოს არჩევნებისა და თანამონაწილეობითი დემოკრატიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, ფრანკ დეშლერმა, ხაზგასმით აღნიშნეს ეფექტიანი დაგეგმარების, ანგარიშგების, მონიტორინგის და შეფასების მნიშვნელობა საარჩევნო პროცესების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად.

 

ტრენინგის დროს მონაწილეებმა იმუშავეს სტრატეგიული დაგეგმარების შემდეგ ელემენტებზე: SWOT და GAP ანალიზი, 2023-2025 წლების ლოგიკური ჩარჩოს შემუშავება, ჩარევის ლოგიკის შემოწმება და ლოგიკური ჩარჩოსთვის რისკებისა და კრიტიკული დაშვებების შედგენა, SMART ინდიკატორები. ჯგუფური მუშაობის დროს მონაწილეებმა  იმსჯელეს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის დაგეგმარებაზე ხუთი სტრატეგიული მიმართულებით. საარჩევნო მოხელეებმა ასევე გაიღრმავეს ცოდნა ანგარიშგების სტანდარტებთან დაკავშირებით.

ტრენინგი გაიმართა ევროპის საბჭოს პროექტის „საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესის გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და სანდოობის მხარდაჭერა საქართველოში“ მხარდაჭერით.

თბილისი, საქართველო 1-2 ივნისი 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page