Back მოსამართლეებმა ციფრულ ეპოქაში საარჩევნო დავების განხილვის ახალ მიდგომებზე იმსჯელეს

მოსამართლეებმა ციფრულ ეპოქაში საარჩევნო დავების განხილვის ახალ მიდგომებზე იმსჯელეს

ორდღიან სამუშაო შეხვედრაზე საქართველოს საერთო სასამართლოების 100-მდე მოსამართლემ და საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებმა განიხილეს საარჩევნო კანონმდებლობასა და პრაქტიკაში განხორციელებული ცვლილებები, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.  როგორც ცნობილია, 26 ოქტომბრის არჩევნები ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით გაიმართება. შესაბამისად, შეხვედრის მთავარი მიმართულება ციფრულ ეპოქაში საარჩევნო დავების განხილვის ახალ მიდგომები გახლდათ.

სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო ეროვნული საარჩევნო პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების მხარდაჭერა, მათ შორის, ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული გამოწვევების გათვალისწინებით. დიალოგის პლატფორმამ ხელი შეუწყო ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და მოსამართლეებს შორის მოსაზრებათა გაცვლას ერთგვაროვანი პრაქტიკის დანერგვის მიზნით, რათა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის უზრუნველყოფილ იქნეს სამართლიანი დაცვის ეფექტიანი მექანიზმები. მოსამართლეებმა და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გამოავლინეს ხმის მიცემის ახალი ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული შესაძლო გამოწვევები, განიხილეს პრაქტიკული მაგალითები და მათი გადაჭრის საერთო მიდგომები.  ყურადღება გამახვილდა საარჩევნო საკითხებზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის თავმჯდომარემ, დიმიტრი გვრიტიშვილმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სამდივნოს საპარლამენტო და საარჩევნო თანამშრომლობის განყოფილების უფროსმა,  ლირი კოპაჩი - დი მიკელემ და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, რენატა ლევოვსკიმ მისასალმებელ სიტყვაში  ხაზი გაუსვეს ძირითადი საარჩევნო პრინციპების დაცვის მნიშვნელობას არჩევნების ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით ჩატარებისას, ასევე - სამართლიანი და თავისუფალი არჩევნის გამართვისათვის დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ეფექტიანი სასამართლოს როლს.

სამუშაო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიასა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით, ევროპის საბჭოს საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესის გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და სანდოობის მხარდაჭერა საქართველოში, II ფაზა პროექტის მხარდაჭერით.

ბათუმი, საქართველო 20-21 ივლისი 2024
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge