Back საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა გაიზიარეს ტერორიზმის დაფინანსების საქმეების გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შესახებ საუკეთესო პრაქტიკა

საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა გაიზიარეს ტერორიზმის დაფინანსების საქმეების გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შესახებ საუკეთესო პრაქტიკა

ევროპის საბჭოს მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობით ჩატარდა ტრენინგი „ტერორიზმის დაფინანსების საქმეების გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა“. ღონისძიებაში, რომელიც გაიმართა „ჰიბრიდული“ ფორმატით და ევროპის საბჭოს ექსპერტების ონლაინ ჩართულობით, მონაწილეობდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (კონტრტერორისტული ცენტრი), გენერალური პროკურატურისა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები.

ტრენინგი მიზნად ისახავდა საქართველოში და საერთაშორისო დონეზე ტერორიზმის დაფინანსების საქმეების გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნისას არსებული ძირითადი გამოწვევების წარმოდგენას, გაზიარებასა და განხილვას. შეხვედრის დროს ხაზი გაესვა ეროვნულ და სექტორულ დონეზე რისკების შეფასების ჩატარების მნიშვნელობას პრევენციული და სისხლისსამართლებრივი ღონისძიებების სათანადო დაგეგმვის მიზნით.

ტრენინგზე მონაწილეებმა იმსჯელეს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისას ფინანსური გამოძიების როლზე  და ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებული საეჭვო გარიგებების შეფასების მეთოდებზე. შეხვედრის ძირითადი ნაწილი დაეთმო ტერორიზმის დაფინანსების საქმეების გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნისას ანალიტიკური და საგამოძიებო ტექნიკების გამოყენების პრაქტიკას.

შესაბამისი მარეგულირებელი ჩარჩოს განხილვისას, ქართველმა პროკურორებმა და გამომძიებლებმა გაანალიზეს გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციების რეჟიმი და შესაბამისი რეზოლუციების იმპლემენტაციის მექანიზმები, რომელიც შეეხება საქართველოში ტერორისტების შესაბამის სიაში შეყვანისა და სიიდან ამოღების პროცესებს.

ეროვნული პრაქტიკის შესაბამისად, მონაწილეებმა განიხილეს უწყებათშორისი თანამშრომლობის უპირატესობა, განსაკუთრებით ფინანსური დაზვერვის სამსახურსა და სამართალდამცავ უწყებებს შორის და ასევე, კერძო სექტორთან კერძო-საჯარო თანამშრომლობის ფარგლებში.

გარდა ზემოაღნიშნულისა, ტრენინგის განხილვის საგანი იყო ვირტუალურ ვალუტასა და ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული რისკები, რომელიც  ახალი გამოწვევაა არამარტო საქართველოსათვის, არამედ გლობალურად. ევროპის საბჭოს პრაქტიკოს ექსპერტებთან ერთად მონაწილეებმა განიხილეს ფინანსური გამოძიების დროს ციფრული აქტივების დევნასთან დაკავშირებული კონკრეტული მიდგომები. შეხვედრაზე თითოეული საკითხი განხილული იქნა შესაბამის კაზუსებთან ერთად.

აღნიშნულმა აქტივობამ ხელი შეუწყო საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების პროფესიული შესაძლებლობების განვითარებას განახორციელონ ტერორიზმის დაფინანსების საქმეების გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა ეფექტურად  ტერორიზმის დაფინანსების რისკების შემცირების მეშვეობით. შეხვედრაზე ხაზი გაესვა  სახელმწიფო უწყებებს შორის და კერძო სექტორთან ძლიერი თანამშრომლობის მნიშვნელობას, როგორც ტერორიზმის დაფინანსების რისკებზე შესაბამისი რეაგირების არსებით ფაქტორს.  

ეს ღონისძიება წარმოადგენს იმ აქტივობების სერიის ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო ინსტიტუტების მხარდაჭერას კორუფციის, ფულის გათეთრებისა, ტერორიზმის დაფინანსებისა და სხვა ეკონომიური დანაშაულების გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და სასამართლოში საქმის განხილვის მიმართულებით,

ღონისძიება განხორციელდა პროექტის „კორუფციის, ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის სისტემების გაუმჯობესება საქართველოში“ მიერ, რომელიც ფინანსდება ევროკავშირისა და ევროპის საბჭოსაგან და რომლის განხორციელებაზე პასუხისმგებელია ევროპის საბჭო პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის II ფარგლებში. 

ონლაინ ღონისძიება 20-21 იანვარი, 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page