კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა და პრობაციონერთა სერვისების გაუმჯობესება, მათთვის გამიზნული პროგრამების ინტეგრირება როგორც ცენტრალურ, ისე მუნიციპალურ დონეზე საქართველოში კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ამ საკითხზე სამუშაოდ 2024 წლის 22-23 თებერვალს თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობებისა და დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ევროპის საბჭოს ორგანიზებით გამართული შეხვედრის მთავარი მიზანს წარმოადგენდა არასრულწლოვანთათვის ხელმისაწვდომი პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიმოცვლა, ამ სერვისების შესახებ ერთიანი მონაცემების შეგროვება, რათა მოწყვლადი ჯგუფებისთვის არსებული სერვისები მეტად გაძლიერდეს და გაფართოვდეს. გარდა ამისა, შეხვედრა მიზნად ისახავდა საკონტაქტო პირების იდენტიფიცირებას, ახალი სერვისების განვითარებას როგორც ცენტრალურ, ისე მუნიციპალურ დონეზე და სამომავლო თანამშრომლობის ჩარჩოს ჩამოყალიბებას.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ იმ 10 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, რომლებიც პომპიდუ ჯგუფის პირველი საველე პროექტის ფარგლებში 2023 წელს ორგანიზებულ ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენციის შესახებ კასკადურ რეგიონალურ ტრენინგების ფარგლებში გადამზადნენ. ორდღიან სამუშაო შეხვედრას ესწრებოდა 40 მონაწილე.
შეხვედრის დროს, ეროვნულმა ექსპერტებმა ისაუბრეს ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენციის აუცილებლობაზე, მიზნობრივი პრევენციის არსსა და სერვისების მიწოდების მნიშვნელობაზე როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე. თითოეულმა მუნიციპალიტეტმა და პრობაციის სპეციალისტმა თავის მხრივ წარმოადგინა არსებული სერვისები, მათი საქმიანობის სფერო, სამიზნე ჯგუფები და გამოწვევები. შეხვედრის მეორე დღე დაეთმო ერთობლივი პრევენციული აქტივობის დაგეგმვას, სადაც სპეციალისტების შერეულმა ჯგუფებმა სხვადასხვა უწყებებიდან იმსჯელეს პოტენციური თანამშრომლობის მეთოდებზე და გზებზე, სამიზნე ჯგუფებზე, გამოავლინეს შესაძლებლობები და ბარიერები, რამაც შესაძლოა თავი იჩინოს ამ აქტივობების განხორციელების პროცესში.
ღონისძიება ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის - „პენიტენციური სისტემის რეფორმების მხარდაჭერა საქართველოში“ პომპიდუ ჯგუფის კომპონენტის ფარგლებში.