2023 წლის 10-11 მაისს ორდღიანი სემინარი გაიმართა პრევენციის ეროვნული მექანიზმის დეპარტამენტისა და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებისთვის. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ სახალხო დამცველის მოადგილე და სახალხო დამცველის აპარატის სხვა წარმომადგენლები. სემინარზე განხილულ იქნა ახლად შემუშავებული მოკლე ინსტრუმენტები, რომლებიც შეიქმნა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისა და პრევენციის ეროვნული მექანიზმისათვის პენიტენციურ დაწესებულებებში და ქუტირის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში (სასამართლო ფსიქიატრიულ განყოფილებაზე ფოკუსირებით) ფსიქიკური ჯანმრთელობის მონიტორინგის განხორციელების მიზნით.
სემინარზე, რომელსაც 20-ზე მეტი მონაწილე ესწრებოდა, განიხილეს გამოწვევები პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ინსპექტირების მიმართულებით. მონაწილეებმა ასევე გააუმჯობესეს ცოდნა ფსიქიკური აშლილობისა და მისი სხვადასხვა ტიპების შესახებ, ფსიქოსოციალური მკურნალობის მნიშვნელობის და იმ სამართლებრივი პროცედურებისა და გარანტიების შესახებ, რომლებიც პაციენტის ინფორმირებულ თანხმობასთან არის დაკავშირებული. სემინარი ასევე შეეხო დაკავებულებთან უსაფრთხო და ეფექტური გამოკითხვის სხვადასხვა ტექნიკებს, და იმ პერსონალთან მუშაობის საკითხებს, რომლებსაც არ სურთ თანამშრომლობა.
სემინარის შედეგად, მონაწილეებმა გაიუმჯობესეს საკუთარი ცოდნა ფსიქიკური აშლილობების შესახებ და უკეთ შეძლებენ მონიტორინგის ინსტრუმენტების პრაქტიკაში გამოყენებას. ახალი ინსტრუმენტები კიდევ უფრო გაზრდის პრევენციის ეროვნული მექანიზმის ეფექტურობას, დაეხმარება რა მათ ეფექტურად შეასრულონ თავიანთი ამოცანები, არასათანადო მოპყრობის პრევენციისა და პატიმრების სათანადო მოვლის ხელშეწყობის თვალსაზრისით, ციხეებისა და ეროვნული სასამართლო ფსიქიატრიული განყოფილების შემოწმებისას.
სემინარი გაიმართა პროექტის „ჯანდაცვის უზრუნველყოფის გაუმჯობესება საქართველოს პენიტენციურ სისტემაში“ ფარგლებში, რომელიც ევროპის საბჭოს 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმის ნაწილია.