Back ქართველმა პედაგოგებმა პომპიდუს ჯგუფის ტრენინგის მეშვეობით ნარკოტიკების პრევენციის სფეროში ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს

ქართველმა პედაგოგებმა პომპიდუს ჯგუფის ტრენინგის მეშვეობით ნარკოტიკების პრევენციის სფეროში ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს

ევროპის საბჭოს პომპიდუს ჯგუფმა ტრენერთა ტრენინგის პროგრამის მეორე ეტაპი დაასრულა. აღნიშნული ტრენინგი, რომელიც სასკოლო გარემოში პრევენციული ძალისხმევის გაძლიერებას ემსახურება, მიმდინარე წლის 24-26 იანვარს და 31 იანვარი-2 თებერვალს კაჭრეთში ჩატარდა.

კასკადური ტრენინგების ფარგლებში, ნარკოტიკების პრევენციის გაძლიერებული პროგრამის დახმარებით, 22 პედაგოგმა გაიღრმავა როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნა და გაიუმჯობესა შესაბამისი უნარ-ჩვევები. მონაწილეები მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია ნარკოტიკების პრევენციის სტრატეგიებზე, ადიქტურ ქცევებთან დაკავშირებულ საკითხებზე და მტკიცებულებაზე დაფუძნებული ჩარევების მეთოდებზე. ტრენინგის ფარგლებში მათ შეიძინეს ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნისთვის საჭირო უნარებიც.

 

 

პროგრამის პირველ ეტაპზე, პედაგოგებმა შეისწავლეს სტრესთან გამკლავების ტექნიკები და ნარკოტიკების პრევენციის ძირითადი კონცეფციები. მეორე ეტაპზე კი, მონაწილეებმა პრე-ტესტის საშუალებით შეაფასეს წინა ტრენინგის მასალა, განიხილეს ნარკოტიკების პრევენციის ძლიერი და სუსტი მხარეები და მათი გაუმჯობესების გზები (SWOT ანალიზი). პედაგოგებმა დამატებით შეისწავლეს პრევენციის ძირითადი მოდელები, ეთიკური მიდგომები და მტკიცებულებაზე დაფუძნებული პრაქტიკები. ჯგუფური და პრაქტიკული სავარჯიშოების დახმარებით, მონაწილეებმა ფასილიტაციის უნარებიც გაიუმჯობესეს. ტრენინგის დასასრულს პედაგოგებმა პოსტ-ტესტის მეშვეობით შეაფასეს საკუთარი პროგრესი, განიმტკიცეს შეძენილი ცოდნა და ერთმანეთს გაუზიარეს სამომავლო ტრენინგების განხორციელებასთან დაკავშირებული მოსაზრებები. გარდა ამისა, იმსჯელეს სასკოლო სახელმძღვანელოებში ადიქციის საკითხების ასახვის ხარვეზებზე, რის შედეგადაც ექსპერტებმა შესაბამისი ცვლილებები შესთავაზეს, რათა არსებული სახელმძღვანელოები პრევენციის თანამედროვე სამეცნიერო მიდგომებთან მეტად შესაბამისობაში მოვიდეს.

პროექტის  ’’ნარკოტიკების პრევენციაში წამყვანი აქტორების როლის გაძლიერება’’ ფარგლებში, პომპიდუს ჯგუფი გააგრძელებს პედაგოგთა მხარდაჭერას, პრევენციის საკითხებზე მათი ცოდნისს გასაღრმავებლად. პროექტი  ფინანსდება საქართველოსთვის 2024-2027 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის ფარგლებში.

კაჭრეთი, საქართველო 3 თებერვალი, 2025 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64ბ, მე-14 სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge