Back გორის მუნიციპალიტეტი საშუალოვადიან განვითარების გეგმას ინკლუზიური პროცესით შეიმუშავებს

გორის მუნიციპალიტეტი საშუალოვადიან განვითარების გეგმას ინკლუზიური პროცესით შეიმუშავებს

პირველად საქართველოში, გორის მუნიციპალიტეტმა წარმატებით გამოიყენა ევროპის საბჭოს მეთოდოლოგიაგადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო ჩართულობის მექანიზმიმუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების გეგმის ინკლუზიურად შემუშავებისთვის.

გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო ჩართულობის მექანიზმი(CP Tool) არის ევროპის საბჭოს სამოქალაქო მონაწილეობის მეთოდოლოგია, რომელიც წარმოადგენს ადგილობრივ ხელისუფლებისთვის სახელმძღვანელო დოკუმენტს  სამოქალაქო მონაწილეობის მხარდასაჭერად კონტექსტზე დაფუძნებული სტრატეგიების შემუშავებასა და განხორციელებაში.

გორის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებისთვის განხორციელებული ტრენინგის შემდეგ, მერის ბრძანებით შეიქმნა CP Tool-ის გამოყენების ფორმალური მარეგულირებელი ბაზა. ბრძანების საფუძველზე ასევე შეიქმნა მერიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ადგილობრივი მონაწილეობის სამუშაო ჯგუფი, როგორც პასუხისმგებელი ორგანო მეთოდოლოგიის განხორციელებაზე.

სამუშაო ჯგუფმა ჩაატარა სემინარების და შეხვედრების სერია თემის შეფასების, დაინტერესებული მხარეების იდენტიფიცირებისა და შეფასების განსახორციელებლად.  CP Tool დაეხმარა მუნიციპალიტეტს განესაზღვრა რამდენად მზადაა ადგილობრივი საზოგადოება ჩაერთოს სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავების პროცესში. ინსტრუმენტის გამოყენებით ჯგუფმა ასევე გამოავლინ დაინტერესებული მხარეები, შეაფას მათი ინტერესები და რელევანტურობა და შეიმუშავ მონაწილეობის სტრატეგია, მათ შორის, კომუნიკაციის რეკომენდებული ფორმები და მექანიზმები, რათა მუნიციპალიტეტმა უზრუნველყოს დაინტერესებული მხარეების ეფექტური ჩართულობა პროცესში. ევროპის საბჭოს სამოქალაქო ჩართულობის მეთოდოლოგიის გამოყენება საშუალებას აძლევს მუნიციპალიტეტს, მუნიციპალური გეგმა თანამონაწილეობითი პროცესით შეიმუშაოს

გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო ჩართულობის მექანიზმიპილოტირება გორის მუნიციპალიტეტში განხორციელდა ევროპის საბჭოს პროექტისმონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოშიფარგლებში დემოკრატიისა და ადამიანის ღირსების გენერალური დირექტორატის არჩევნებისა და მონაწილეობითი დემოკრატიის სამმართველოს მიერსაქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით.

გორი, საქართველო 1 დეკემბერი 2023
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge