17 დეკემბერს ოცმა მოსამართლის ასისტენტმა მიიღო HELP-ის (Human Rights Education for Legal Professionals) კურსის „განაჩენის დასაბუთება სისხლის სამართლის საქმეებზე“ წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
მონაწილეებმა ორი თვის განმავლობაში გაიარეს ინტენსიური ონლაინ-კურსი თემაზე „განაჩენის დასაბუთება სისხლის სამართლის საქმეებზე“, რაც ევროკავშირის, ევროპის საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის ერთობლივი მუშაობის შედეგს წარმოადგენდა. მონაწილეებმა ტრენინგზე შეისწავლეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთების ძირითად პრინციპები. ეს უფასო ონლაინ-კურსი მორგებული იქნა მოსამართლეების საჭიროებებზე, რომლებიც ვალდებული არიან ეროვნულ სასამართლოებში მიღებულ გადაწყვეტილებებში გამოიყენონ ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი.
ღონისძიება ჩატარდა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენების გაძლიერება“, რომელიც ხორციელდება ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის ფარგლებში.