2020 წლის 9 დეკემბერს, საერთო სასამართლოების სტატისტიკის სამსახურების თანამშრომლებისთვის გაიმართა ტრენინგი სასამართლოებში მონაცემების ეფექტიანად შეგროვებისა და დამუშავების თაობაზე.
ტრენინგი მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის (CEPEJ) ორგანიზებით ჩატარდა და მას საერთო სასამართლოების 35 თანამშრომელი დაესწრო. ტრენინგზე განიხილეს საქართველოში სასამართლოების მიერ სტატისტიკის შეგროვების პრაქტიკები. საუბარი შეეხო იმ პრობლემურ მხარეებს, რაც არსებობს დღეს და საერთაშორისო ექსპერტების მიერ გაიცა რეკომენდაციები ამ პრობლემების გადაჭრისა და ეფექტიანობის გაზრდის კუთხთით.
წინამდებარე აქტივობა ორგანიზებულია ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის „სასამართლო სისტემის ანგარიშვალდებულებისა და ეფექტიანობის გაუმჯობესება და ადვოკატთა პროფესიონალიზმის ამაღლება საქართველოში“, პროგრამის "პარტნიორობა კარგი მმართელობისთვის" ფარგლებში.